BMI: წონის გამოთვლის ფორმულა

ნოემბერი 29, 2024
body mass index
სარჩევი

BMI ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელია, რომელიც გამოიყენება ადამიანის წონის შესაფასებლად, სიმაღლის და წონის შეფარდების გზით.

ეს მაჩვენებელი მარტივი მეთოდია იმის გასარკვევად, არის თუ არა ჩვენი წონა კარგი, ნაკლები ან გადაჭარბებული. მიუხედავად მისი პოპულარობისა, BMI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული დისკუსიები არსებობს.

ამ სტატიაში განვიხილავთ, რა არის BMI, როგორ ხდება მისი გამოთვლა, რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება და რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით.

რა არის BMI

ვარდისფერი განტელი, ლენტი და კალკულატორი

BMI (Body Mass Index), ანუ სხეულის მასის ინდექსი, არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც ადამიანის წონისა და სიმაღლის მიხედვით განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება სხეულის წონა ნორმას.

იგი პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროში გამოიყენება, რათა სწრაფად და მარტივად მოხდეს პაციენტის წონის შეფასება.

BMI-ის გამოყენება ფართოდ გავრცელებულია როგორც ინდივიდუალური ჯანმრთელობის შესაფასებლად, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის ტენდენციების ანალიზისთვის.

იგი განსაკუთრებით პოპულარულია იმის გასარკვევად, არის თუ არა ადამიანი ჭარბწონიანი, რაც ხშირად ასოცირდება ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკთან.

როგორ გამოითვლება

BMI-ის გამოსათვლელად გამოიყენება მარტივი ფორმულა, რომელიც მოიცავს ადამიანის წონისა და სიმაღლის ურთიერთშეფარდებას:

BMI = წონა (კგ) / სიმაღლე² (მ²)

მაგალითად, თუ თქვენი წონა არის 70 კგ, ხოლო სიმაღლე 1.75 მ, ფორმულა გამოიყურება ასე:

BMI = 70 / (1.75 × 1.75) = 22.86

მიღებული რიცხვი, იგივე BMI ქულა, გვაძლევს ზოგად წარმოდგენას, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი წონა ნორმას. შედეგი შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  • <18.5: არასაკმარისი წონა
  • 18.5-24.9: ნორმალური წონა
  • 25-29.9: ზედმეტი წონა
  • 30-40: სიმსუქნე
  • 40: მორბიდული

გამოთვალე შენი BMI ქულა

გამოიყენე კალკულატორი და გაიგე, თუ რა არის შენი BMI ქულა.

რამდენად ეფექტურია BMI

ქალი ლენტით იზომავს წელს

ეს ფორმულა ფართოდ გამოიყენება როგორც ჯანდაცვის სფეროში, ისე, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მას აქვს გარკვეული შეზღუდვები, რაც მის სრულ სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებს.

ეს შეზღუდვები მნიშვნელოვნად აისახება BMI-ის შედეგების ინტერპრეტაციასა და გამოყენების ეფექტურობაზე.

კუნთოვანი მასა

ეს ფორმულა ვერ ასახავს სხეულის კომპოზიციას, რაც ხშირად იწვევს არაზუსტ შეფასებებს.

მაგალითად, პროფესიონალ სპორტსმენებში მაღალი BMI ძირითადად კუნთოვანი მასის სიმრავლის გამოა, რაც არ ნიშნავს, რომ მათ ჭარბი ცხიმი აქვთ. ასევე, ბოდიბილდერებში BMI შეიძლება მოტყუებით მიანიშნებდეს ჭარბწონიანობაზე, მაშინ როდესაც მათი ცხიმოვანი მასა დაბალია.

ასევე, პირებს, რომელთაც აქვთ ძალიან დაბალი კუნთოვანი მასა და შედარებით მაღალი ცხიმის პროცენტი, BMI შეიძლება ნორმალურ კატეგორიაში მოაქციოს, რაც რეალურად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ასახავს.

სქესი და ასაკი

ქალებსა და მამაკაცებს ცხიმის განსხვავებული განაწილება აქვთ, რაც გავლენას ახდენს BMI-ის მნიშვნელობაზე. ქალებს, როგორც წესი, უფრო მაღალი პროცენტული ცხიმი აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად ჯანმრთელები არიან.

ხანდაზმულ ადამიანებში კუნთოვანი მასის შემცირება ბუნებრივი პროცესია, რაც BMI-ის შედეგს ამცირებს. შედეგად, მათი ქულა შეიძლება ნორმალურ დონეზე ჩანდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეულის ცხიმოვანი მასა გაზრდილია.

ბავშვებსა და მოზარდებში BMI-ის ინტერპრეტაცია განსხვავებულ მეთოდებს საჭიროებს, რადგან მათი სხეულის კომპოზიცია მუდმივად იცვლება ზრდისა და განვითარების პროცესში.

ეთნიკური განსხვავებები

BMI-ის მაჩვენებელი შეიძლება განსხვავებულად აიხსნას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისთვის, რადგან სხეულის ცხიმის განაწილება, კუნთოვანი მასა და მეტაბოლური მახასიათებლები მრავალფეროვანია.

აზიური წარმოშობის ადამიანებში BMI-ის რისკის ზღვარი უფრო დაბალია. მაგალითად, 23-ის ზემოთ BMI ითვლება ჭარბ წონად. ამის მიზეზი ვისცერული ცხიმის მაღალი რაოდენობაა. აფრიკული წარმოშობის ადამიანებში კი კუნთოვანი მასის მაღალი წილი ხშირად იწვევს BMI-ის მაღალ მაჩვენებელს.

ლათინური ამერიკის მოსახლეობაში, რომლებსაც ხშირად ცხიმი მუცლის არეში უგროვდებათ, აქვთ მეტაბოლური სინდრომის და დიაბეტის რისკი, თუნდაც BMI ნორმალური იყოს. ხოლო ევროპულებისთვის BMI-ის სტანდარტული მაჩვენებლები შედარებით ზუსტია და მაღალი BMI ქულა ხშირად დაკავშირებულია საკვების ტიპზე და ფიზიკურ აქტივობაზე.

რა უნდა გაითვალისწინოთ BMI-ის გარდა

გარდა BMI ქულისა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს სხეულის მდგომარეობას და ჯანმრთელობის რისკებს.

ამ მაჩვენებლების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან BMI მხოლოდ წონისა და სიმაღლის ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს, მაგრამ არ ითვალისწინებს სხეულის შემადგენლობას და სხვა რისკფაქტორებს.

  • წელის გარშემოწერილობა: მაჩვენებელი, რომელიც ხშირად გამოიყენება ჯანმრთელობის რისკების შეფასებისას. ის უკეთესად ასახავს მუცლის მიდამოს ცხიმის რაოდენობას, რაც ბევრად უფრო საშიშია ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში არსებული ცხიმი.
  • სხეულის ცხიმის პროცენტი: ის უკეთესად ასახავს სხეულის კომპოზიციას, ვიდრე BMI, რადგან ის განსაზღვრავს ცხიმისა და კუნთების შეფარდებას. მამაკაცებში ცხიმის პროცენტი 6-24%-ს, ხოლო ქალებში 14-31%-ს შორის უნდა მერყეობდეს.
  • ჯანმრთელობის ისტორია: BMI-ის შეფასება არ ითვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობის ზოგად ისტორიას. საკვების ტიპის, ფიზიკური აქტივობის და მემკვიდრეობითი ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია სწორი შეფასებისთვის.

ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება დიდ გავლენას ახდენს სხეულის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, აუცილებელია შეარჩიოთ და მიიღოთ ჯანსაღი საკვები და იყოთ ფიზიკურად აქტიური, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე.

შეჯამება

Body Mass Index კარგი და პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომელიც სწრაფად განსაზღვრავს წონის სტატუსს, თუმცა ის სრულყოფილი არ არის. ჯანმრთელობის სრული სურათის გასაგებად მნიშვნელოვანია დამატებითი მეთოდებისა და ინდიკატორების გამოყენება.

მსგავსი სტატიები

წითელი და შავი ჟოლო

ჟოლოს ჯიშები და სახეობები

ჟოლო არის უგემრიელესი საზაფხულო ხილი და არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა და ჯიში. მისი გამოყენება ხშირად ხდება

წითელი ჟოლოები

ჟოლოს სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ ჟოლო ძალიან გემრიელი ხილია, მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია და სხვადასხვა სარგებლის მოტანა

ბანანები

ბანანის სასარგებლო თვისებები

ბანანი არის ხილი, რომელიც მდიდარია ნუტრიენტებით და გააჩნია სხვადასხვა ტიპის დადებითი თვისება. ის შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს

ერთი წითელი და ორი მწვანე ვაშლი

ვაშლის სასარგებლო თვისებები

ვაშლი ძალიან სასარგებლო ხილია და მას მრავალი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ადამიანს, რაც სხვადასხვა კვლევებითაც დგინდება. დღეში