ქოლესტერინი: ჯანმრთელი ცხოვრების საიდუმლო

ოქტომბერი 30, 2024
პლასტმასის გული
სარჩევი

როდესაც ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც გვახსენდება, არის ქოლესტერინი.

ის ხშირად განიხილება როგორც ჯანმრთელობის მტერი, მაგრამ სინამდვილეში, ეს ცხიმოვანი ნივთიერება არის ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი.

იგი აუცილებელია უჯრედების მემბრანების შესაქმნელად, ჰორმონების წარმოსაქმნელად და საკვების მოსანელებლად.

თუმცა, როგორც ყველაფერში, აქაც საქმე გვაქვს ბალანსთან: ზედმეტმა ქოლესტერინმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადებები.

რა არის ქოლესტერინი

ფონედოსკოპი და გულისცემის შკალა

ქოლესტერინი არის ლიპიდის სახეობა, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში.

ლიპიდები არ იხსნება წყალში, შესაბამისად, არ იშლება სისხლში და მოძრაობენ სისხლთან ერთად მთლიან ორგანიზმში.

ეს ნივთიერება აუცილებელია უჯრედებისთვის, ვიტამინებისა და სხვადასხვა ჰორმონების წარმოსაქმნელად. ის თქვენი ორგანიზმის ფუნქციონირების მთავარი კომპონენტია და პრაქტიკულად შეუძლებელია მის გარეშე არსებობა.

ღვიძლი თავად გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ქოლესტერინს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი წყარო – თქვენ ასევე იღებთ დამატებით ქოლესტერინს ისეთი საკვებიდან, როგორიცაა:

  • ხორცი
  • ცხიმიანი რძის პროდუქტები
  • ფრინველის ხორცი

ზოგიერთი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის პირდაპირ კავშირს. თუმცა, გულის, ფილტვისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის (NHLBI) მიხედვით, მაღალი ქოლესტერინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი მდგომარეობების განვითარებაში, როგორიცაა ათეროსკლეროზი, საძილე არტერიის დაავადება, კორონარული არტერიის დაავადება, გულის შეტევა და ინსულტი.

მართალია, არ არსებობს “ცუდი ქოლესტერინი”, მაგრამ მისმა ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. ამიტომა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მეტი რამ ქოლესტერინის შესახებ, მათ შორის მისი ფუნქციები და ტიპები.

რა ფუნქცია აქვს ქოლესტერინს

არსებობს წარმოდგენა, რომ ქოლესტერინი მხოლოდ პრობლემებს ქმნის, მაგრამ სინამდვილეში ის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია და რამდენიმე განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია.

  • უჯრედების დაცვა: თითოეული უჯრედი დაცვას საჭიროებს და ქოლესტერინი ქმნის უჯრედის გარშემო სპეციალურ ფენას. ეს ფენა წყვეტს, რა შევიდეს და გამოვიდეს უჯრედიდან, რაც უჯრედს საფრთხისგან იცავს.
  • საკვების მონელება: ნაღველი გვეხმარება ცხიმიანი საკვების დაშლაში და ნაღველი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს. სწორედ ის ეხმარება ღვიძლს მარტივად დაშალოს ცხიმები, რაც საჭმლის მონელების პროცესს ამარტივებს.
  • ჰორმონების წარმოშობა: ჰორმონები აკონტროლებენ სქესობრივ ფუნქციებს, არეგულირებენ სტრესს, მეტაბოლიზმს და ჰორმონების შექმნაში სწორედ რომ ქოლესტერინი ასრულებს დიდ როლს.
  • D ვიტამინის წარმოშობა: D ვიტამინი ხშირად მოიხსენიება როგორც “მზის ვიტამინი”, რადგან თქვენი კანი მას აწარმოებს მზის სხივების ზემოქმედებით. მაგრამ ეს პროცესი ვერ მოხდება ქოლესტერინის გარეშე. ქოლესტერინი არის D ვიტამინის წინამორბედი – ნივთიერება, რომელიც გარდაიქმნება D ვიტამინად მზის სხივების ზემოქმედებით.

ქოლესტერინის ტიპები

სატესტო გული

ადამიანის ორგანიზმი შეიცავს რამდენიმე სახის ქოლესტერინს. ქვემოთ განხილულია სხვადასხვა ტიპი, რაც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით ქოლესტერინის შესახებ.

LDL ქოლესტერინი

LDL ქოლესტერინი ეხება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს. ეს ნაწილაკები ძირითადად ქოლესტერინისაგან შედგება, რომელსაც ისინი აწვდიან თქვენი სხეულის უჯრედებს. LDL-ეს აქვთ “ცუდი” ქოლესტერინის რეპუტაცია.

ისინი მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ მათი დიდი რაოდენობა ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის.

მათ შეუძლიათ გაერთიანდნენ სხვა ნივთიერებებთან და დაგროვდნენ თქვენი არტერიების კედლებზე. ისინი ქმნიან დაფას, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება და ამ ნადების ზრდას ათეროსკლეროზი ეწოდება და ის ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს.

HDL ქოლესტერინი

HDL ქოლესტერინი, იგივე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ძირითადად ცილისგან შედგება. HDL არის “კარგი” ქოლესტერინი.

მას ზედმეტი ქოლესტერინი სისხლიდან ღვიძლში გადააქვს, რის შემდეგაც ღვიძლი შლის და ანადგურებს ქოლესტერინს. ამ პროცესს ქოლესტერინის საპირისპირო ტრანსპორტი ეწოდება.

VLDL ქოლესტერინი

VLDL ქოლესტერინი არის ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები და ისინი შეიცავენ ტრიგლიცერიდებს და ქოლესტერინს, ხოლო ცილების შემცველობა დაბალია. LDL-ების მსგავსად, ამ ტიპის ქოლესტერინი ორგანიზმისთვის არ არის კარგი, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ არტერიებში ნადების დაგროვებას.

რა ახდენს გავლენას ქოლესტერინის დონის ცვლილებაზე

სიგარეტის ღერი, მოკიდებული

იმის გაგება, თუ რატომ აქვს ზოგ ადამიანს მაღალი, ხოლო ზოგს დაბალი ქოლესტერინის დონე, არც ისე მარტივია. მაგალითად, ჭარბი წონის მქონე ადამიანს აქვს მაღალი ქოლესტერინი, თუმცა გამხდარ ადამიანსაც შეიძლება იგივე დონე ჰქონდეს.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონეზე.

მემკვიდრეობა

ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (FH) ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად მიდრეკილს ხდის მაღალი LDL ქოლესტერინის მიმართ, ჰეტეროზიგოტური (ერთი გენი) და ჰომოზიგოტური (ორი გენი) ფორმებით.

ჰომოზიგოტური FH უფრო იშვიათი და საშიშია. FH ამცირებს LDL გადამუშავებას, ზრდის ათეროსკლეროზის რისკს ახალგაზრდა ასაკიდან. 200 ზრდასრულიდან დაახლოებით 1-ს აქვს FH.

მოწევა

მოწევა ზრდის გულის დაავადებებსა და ინსულტის რისკს, განსაკუთრებით მაღალი LDL დონის დროს. ის აქვეითებს HDL-ს, ამცირებს მის დამცავ ეფექტს. მოწევის თავის დანებება თითქმის მაშინვე ზრდის HDL-ის დონეს.

დიეტა

ქოლესტერინის შესამცირებლად, ეცადეთ მოუკლოთ წითელი ხორცს, ტროპიკულ ზეთებს, შემწვარ საკვებს და ცხიმიანი რძეს. რეკომენდებულია მიიღოთ უცხიმო რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ფრინველის ხორცი და ქოლესტერინის დამწევი საკვები, როგორიცაა თხილეული.

შეგიძლიათ მიიღოთ სიმინდის და ზეითუნის ზეთები და რეკომენდებულია მცენარეული დიეტა ცხოველური ცხიმების დაბალი შემცველობით.

ასაკი და სქესი

ქოლესტერინის დონე ხშირად იზრდება ასაკთან ერთად, რადგან ღვიძლი შლის ნაკლებ LDL-ს. მაღალი ქოლესტერინი ხშირია 40-59 ასაკობრივ ჯგუფში.

რაც შეეხება სქესს, ზოგადად, მამაკაცებს აქვთ ქოლესტერინის მაღალი რისკი, ვიდრე ქალებს, ნაწილობრივ ქოლესტერინის მაღალი მიღების გამო.

ქალებში რისკი იზრდება პოსტმენოპაუზის გამო დამცავი ჰორმონების დაქვეითების, LDL მატებისა და HDL დონის დაქვეითების გამო.

ქოლესტერინის ცხრილი

ქვემოთ მოყვანილი ქოლესტერინის ცხრილი აჩვენებს ქოლესტერინის ნორმალურ დონეს ასაკის მიხედვით. თუმცა, თუ გაქვთ გულის დაავადება ან რისკის ფაქტორი, თქვენი LDL შეიძლება განსხვავებული იყოს.

ასაკი და სქესიმთლიანი ქოლესტერინიLDL ქოლესტერინიHDL ქოლესტერინი
<19<170<110>45
>20 (მამრობითი)125-200<100>40
>20 (მდედრობითი)125-200<100>50

მნიშვნელოვანია, რომ LDL იყოს დაბალი და HDL იყოს მაღალი. იდეალურ შემთხვევაში, თქვენი HDL უნდა იყოს 60-ზე მეტი და ის ხელს უწყობს გულის დაავადებების თავიდან აცილებას.

შეჯამება

ზოგადად, ქოლესტერინზე უარყოფითი წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ ის არის ჩვენი ორგანიზმის აუცილებელი ნაწილი, რომელიც ასრულებს მთელ რიგ სასიცოცხლო ფუნქციებს. იცავს უჯრედებს, ეხმარება საკვების მონელებას და არის ჰორმონებისა და D ვიტამინის ძირითადი ინგრედიენტი. თუმცა მნიშვნელოვანია მისი დონის კონტროლი და თავიდან უნდა ავიცილოთ მისი დონის ზრდა.

მსგავსი სტატიები

d ვიტამინის აბები

D ვიტამინის ნაკლებობა და სიმპტომები

ვიტამინი D არის საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების განვითარებაში, კუნთოვანი და იმუნური სისტემების ფუნქციონირებაში.

ჩიას თესლი პატარა ჯამში

ჩიას თესლი: ჯანსაღი ცხოვრების ინგრედიენტი

ალბათ გაგიგიათ, რომ ჩიას თესლი არის ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ ზუსტად

შუაზე გაჭრილი ავოკადოები

ავოკადოს სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ ავოკადო გემრიელი ხილია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და ზოგადად კარგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საკვები დანამატები

საკვები დანამატები: რა უნდა იცოდე

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა საკვები დანამატები, რომლის მთავარი მიზანია ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო და დეფიციტური საკვები