ბურიტოს რეცეპტი

ეს ბურიტოს რეცეპტი საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ ხორცით სავსე და ძალიან არომატული სენდვიჩი, რომელსაც შეგიძლიათ მიატანოთ სასურველი სოუსი.

სენდვიჩები
ბურიტო

მომზადების წესი

1

გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე და საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

2

საქონლის ხორცი და ხახვი ტაფით დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ კოვზით და მიიყვანეთ ხორცი ყავისფერ შეფერილობამდე.

3

დაამატეთ ტაკოს სუნელი და მოშუშეთ კიდევ ერთი წუთი. ბოლოს შეურიეთ დაჭრილი ქინძი.

4

ტორტილებში ჩადეთ ლობიო, ბრინჯი, შემწვარი ფარში, ყველი და სალსა. კარგად შეკარით და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე.

5

გამოაცხვეთ 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და ბურიტო ოდნავ ხრაშუნა არ გახდება. შეგიძლიათ დაამატოთ გუაკამოლე.

დრო35 წთ
პორცია6
კალორია380
ინგრედიენტები
  • 450 გრ უცხიმო საქონლის ფარში
  • ½ ხახვი
  • 30 გრ ტაკოს სუნელი
  • 2 ს/კ ქინძი
  • 6 ტორტილა
  • 450 გრ დაჭყლეტილი ლობიო
  • 1½ ჭიქა მექსიკური ყველი
  • 2 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
  • 1 ჭიქა სალსა