ცომეული

ჩებურეკის რეცეპტი

მარტივი და გემრიელი ჩებურეკის რეცეპტი, რომელიც საქონლის ხორცისგან მზადდება თუმცა, შესაძლებელია მომზადდეს ღორის ხორცთან ერთად.

ოთხი ჩებურეკი თეფშზე

მომზადების წესი

  1. დიდ თასში კარგად აურიეთ საქონლის ხორცი, წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 ჩ/კ მარილი და 1/4 ჭიქა წყალი.
  2. ტორტილას შუაში მოათავსეთ დაახლოებით 2 ს/კ ხორცის შიგთავსი და გაანაწილეთ ისე, რომ შექმნათ ნახევარწრე და კიდეებზე დატოვეთ პატარა სიცარიელე. შემდეგ კი მჭიდროდ შეკარით ცომი რომ მიიღოთ ნახევარწრე.
  3. ტაფაში ჩაასხით ზეთი (დაახლოებით 1.5-2 ჭიქა), მოათავსეთ ორი ჩებურეკი და შეწვით დაბალ ცეცხლზე. თითო მხარის მოსამზადებლად საჭიროა 2-3 წუთი.
  4. თეფშზე დააფინეთ სამზარეულოს ხელსახოცი და დადეთ მომზადებული ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. მირთმევამდე გააჩერეთ 5 წუთი.