ცომეულიცომეული
მჭადის რეცეპტი
ტრადიციული ქართული მჭადის რეცეპტი, რომლითაც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პური და შესანიშნავია სხვადასხვა კერძთან ან სალათასთან მისაყოლებლად.

მომზადების წესი
- სიმინდის ფქვილს მოაყარეთ მარილი (გემოვნებით), დაუმატეთ წყალი და მოზილეთ ხელით. უნდა მიიღოთ შეკრული მასა, თუმცა უნდა იყოს სველი.
- მომზადების შემდეგ, ხელით გააკეთეთ ცომის ბურთულები და ხელით გააბრტყელეთ, რომ მიიღოთ ოვალური ფორმის მჭადები. სისქე დაახლოებით 2-3 სანტიმეტრი.
- შემდეგ გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და მოათავსეთ მჭადები. თითო მხარე შეწვით 5-6 წუთის განმავლობაში და უნდა მიიღოს ოქროსფერი შეფერილობა.
- მჭადი უხდება თითქმის ყველა კერძს და განსაკუთრებით გემრიელია ლობიოსთან და მწნილთან ერთად.


