ცომეულიცომეული
მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი
მარტივად მოსამზადებელი მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ ცომი და ორი სახეობის ყველი.

მომზადების წესი
- პატარა თასში ათქვიფეთ საფუარი რძეში, სანამ არ დაიშლება. გააჩერეთ ოდნავ აქაფებამდე, დაახლოებით 5-10 წუთი. დაამატეთ და ათქვიფეთ კვერცხი და ზეთი.
- დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, მარილი და დაამატეთ რძის ნარევი და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. გადაიტანეთ მაგიდაზე და მოზილეთ ცომი. შემდეგ მოათავსეთ ზეთიან ჭურჭელში, გადააფარეთ და დატოვეთ 1 საათით.
- პატარა თასში აურიეთ იმერული ყველი, სულგუნი, კვერცხი და გადადგით. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ცომი გააბრტყელეთ და მიეცით წრის ფორმა, 2-3 მმ სისქე.
- ყველის შიგთავსი მოათავსეთ ცომის ცენტრში და კარგად დალუქეთ. შემდეგ გააბრტყელეთ და ცენტრში გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი. ზემოდან მოაყარეთ 50 გრამი გახეხილი სულგუნი.
- მეგრული ხაჭაპური გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ ყველი გადნობამდე, დაახლოებით 10-15 წუთი.


