ცომეული

სტრომბოლის რეცეპტი

უგემრიელესი იტალიური სტრომბოლის რეცეპტი, რომელიც მზადდება რამდენიმე სახის ყველისგან, ხორცისგან და არის დელიკატური ცომეული. შეიგრძენით ნამდვილი იტალიური გემო.

დაჭრილი სტრომბოლი

მომზადების წესი

  1. ღუმელი გააცხელეთ 175 გრადუსზე. ხის საჭრელ დაფაზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი მართკუთხა ფორმებად, დაახლოებით 20x30 სმ.
  2. გამდნარი კარაქი შეურიეთ დაჭყლეტილ ნიორს, ათქვიფეთ და წაუსვით ცომს. ამის შემდეგ, ხორცი და ყველი დაალაგეთ ცომზე.
  3. მჭიდროდ გადაახვიეთ ცომი და ინგრედიენტები და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე.
  4. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი ფუნჯის დახმარებით და მოაყარეთ იტალიური სუნელი და დაფქული ნიორი.
  5. შედგით ღუმელის ქვედა თაროზე და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ პარმეზანი და კიდევ გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.