ცომეულიცომეული
პიცის ცომის რეცეპტი
სახლში მომზადებული პიცის ცომის რეცეპტი, რომლის გამოცხობა არის ძალიან მარტივი და დამწყები კულინარიც კი შეძლებს.

მომზადების წესი
- გააცხელეთ ღუმელი 230 გრადუსზე და პიცის საცხობ დაფაზე წაუსვით ცხიმი.
- ჩაასხით თბილი წყალი თასში, დაამატეთ საფუარი და შაქარი. აურიეთ და გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი.
- საფუვრის ნარევს დაუმატეთ ფქვილი, ზეთი, მარილი და კარგად მოზილეთ, გლუვი მასის მისაღებად. გააჩერეთ 5 წუთი.
- ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გააბრტყელეთ წრიულ ფორმაზე და გადაიტანეთ მომზადებულ პიცის საცხობზე.
- პიცის ცომი მზად არის და ახლა შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი ინგრედიენტები და გამოაცხოთ პიცა .


