ცომეულიცომეული
ჭვიშტარის რეცეპტი
უგემრიელესი ჭვიშტარის რეცეპტი, რომლის მომზადება არის საკმაოდ მარტივი, სჭირდება რამდენიმე ინგრედიენტი და ძალიან ცოტა დრო.

მომზადების წესი
- თასში მოათავსეთ სიმინდის ფქვილი, ყველი და კვერცხი. კარგად აურიეთ, დაამატეთ წყალი საჭიროებისამებრ და მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში.
- ტაფა გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე. დაასხით ზეთი იმდენი, რომ ტაფის ძირი დაიფაროს. ცომისგან მოამზადეთ თანაბარი ზომის ბურთულები და ოდნავ გააბრტყელეთ, ოვალური ფორმის მისაღებად.
- ჭვიშტარი გამოაცხვეთ ორივე მხრიდან, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.


