ძაძიკის რეცეპტი
მარტივად მოსამზადებელი ბერძნული ძაძიკის რეცეპტი კიტრით, იოგურტით და ნივრით. არომატული სოუსი რომელიც უხდება სხვადასხვა კერძს თუ სალათას.
მომზადების წესი
1
კიტრი გახეხეთ ან დაჭერით წვრილად და მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. შემდეგ მოათავსეთ ხელსახოცში და გაწურეთ კარგად.
2
ერთ თასში მოათავსეთ დაჭყლეტილი ნიორი, დარჩენილი მარილი, თეთრი ძმარი, ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
3
შემდეგ დაამატეთ გაწურული კიტრი, იოგურტი, პილპილი, კამა ან პიტნა და კრაგად ამოურიეთ. დალუქეთ კონტეინერში და ძაძიკი შედგით მაცივარში 30-დან 60 წუთამდე.
4
სანამ მიირთმევთ, მოურიეთ და შეგიძლიათ დამატებით მოასხათ ზეითუნის ზეთი გემოვნებით.
დრო25 წთ
პორცია2
კალორია15
ინგრედიენტები
- 1 კიტრი
- 1 ჩ/კ მარილი
- 4 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ თეთრი ძმარი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 2 ჭიქა ბერძნული იოგურტი
- 1/4 ჩ/კ პილპილი
- კამა ან პიტნა (სურვილისამებრ)