კიევური კატლეტის რეცეპტი

უგემრიელესი კიევური კატლეტის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სალათებთან, პიურესთან ან სხვა გარნირთან ერთად.

კერძები
ექვსი კიევური კატლეტი თეთრ თეფშზე

მომზადების წესი

1

დანაყეთ ნიორი ერთ მწიკვ მარილთან ერთად, რომ მიიღოთ გლუვი მასა. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, კარაქი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შეფუთეთ პლასტმასის შესაფუთში და შედგით მაცივარში 15 წუთით.

2

ქათმის მკერდს მოაყარეთ მარილი და პილპილი და ერთ ბოლოში მოათავსეთ კარაქის და ნივრის მიქსის 1/4. შემდეგ კი შეკარით ისე, რომ მიიღოთ ხორცის ბურთი კარაქის და ნივრის შიგთავსით. მჭიდროდ შეფუთეთ ცელოფანში და ნახევარი საათით შედგით საყინულეში.

3

სამ სხვადასხვა თასში მოათავსეთ ფქვილი და 2 ჩ/კ მარილი, ათქვეფილი კვერცხი და პურის ნამცეცები. კიევური კატლეტის თითო ბურთულა ჯერ ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს პურის ნამცეცებში. მოათავსეთ თეფშზე, გადააფარეთ ცელოფანი და გაყინეთ 15 წუთით.

4

ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი, ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე და საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ ალუმინის ფოლგა. კატლეტები შეწვით ზეთში (1 წუთი თითო მხარე), გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და მოაყარეთ მარილი და კაიენის პილპილი.

5

გამოაცხვეთ კიევური კატლეტები წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, მანამ, სანამ კარაქი ფოლგაზე არ გადმოვა და შიშხინს არ დაიწყებს (15-17 წთ). თუ გაქვთ სამზარეულოს თერმომეტრი, შეამოწმეთ და კატლეტის ცენტრი უნდა იყოს 75 გრადუსი. მირთმევამდე კატლეტი ოდნავ გააციეთ.

დრო1სთ 50წთ
პორცია4
კალორია790
ინგრედიენტები
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ ოხრახუში
  • 6 ს/კ უმარილო კარაქი
  • 4 ქათმის მკერდი
  • 1 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 2 დიდი კვერცხი
  • 2 ჭიქა პურის ნამსხვრევები
  • 1 მწიკვი კაიენის წიწაკა
  • 2 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • პილპილი გემოვნებით