კუსკუსის სალათის რეცეპტი

მარტივი და მსუბუქი კუსკუსის სალათის რეცეპტი, რომელიც სავსეა ბოსტნეულით, მწვანილებით, ლიმონის ცოცხალი წვენით და იდეალურია მთავარ კერძთან მისაყოლებლად.

სალათები
კუსკუსის სალათა

მომზადების წესი

1

დაჭყლიტეთ ნიორი, წვრილად დაჭერით ფეტა ყველი, ხახვი, ოხრახუში და პიტნა. პომიდორი გაჭერით შუაზე და კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად.

2

საშუალო ქვაბით აადუღეთ წყალი, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ კუსკუსი, მარილი, მოურიეთ და თავდახურული გააჩერეთ 5 წუთი.

3

შემდეგ დაამატეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, მოურიეთ და გააციეთ დაახლოებით 10 წუთი სალათის თასში. ცალკე თასში ათქვიფეთ დარჩენილი 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და ნიორი.

4

კუსკუსის თასში დაამატეთ პომიდორი, კიტრი, ხახვი, ფეტა, ოხრახუში და პიტნა. მოასხით ზეითუნის ზეთის და ლიმონის წვენის ნაზავი და კარგად აურიეთ.

5

ბოლოს, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. კუსკუსის სალათა უმჯობესია მიირთვათ მომზადებისთანავე, ან შეინახოთ მაცივარში 1 დღით.

დრო25 წთ
პორცია5
კალორია350
ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა მშრალი კუსკუსი
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 1/2 ჭიქა პომიდორი
  • 1 1/2 ჭიქა კიტრი
  • 1/3 ჭიქა ხახვი
  • 1/3 ჭიქა ფეტა
  • 1/3 ჭიქა ოხრახუში
  • 2 ს/კ ახალი პიტნა
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი