სალათებისალათები
კუსკუსის სალათის რეცეპტი
მარტივი და მსუბუქი კუსკუსის სალათის რეცეპტი, რომელიც სავსეა ბოსტნეულით, მწვანილებით, ლიმონის ცოცხალი წვენით და იდეალურია მთავარ კერძთან მისაყოლებლად.

მომზადების წესი
- დაჭყლიტეთ ნიორი, წვრილად დაჭერით ფეტა ყველი, ხახვი, ოხრახუში და პიტნა. პომიდორი გაჭერით შუაზე და კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად.
- საშუალო ქვაბით აადუღეთ წყალი, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ კუსკუსი , მარილი, მოურიეთ და თავდახურული გააჩერეთ 5 წუთი.
- შემდეგ დაამატეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, მოურიეთ და გააციეთ დაახლოებით 10 წუთი სალათის თასში. ცალკე თასში ათქვიფეთ დარჩენილი 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და ნიორი.
- კუსკუსის თასში დაამატეთ პომიდორი, კიტრი, ხახვი, ფეტა, ოხრახუში და პიტნა. მოასხით ზეითუნის ზეთის და ლიმონის წვენის ნაზავი და კარგად აურიეთ.
- ბოლოს, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. კუსკუსის სალათა უმჯობესია მიირთვათ მომზადებისთანავე, ან შეინახოთ მაცივარში 1 დღით.


