მადამ ბოვარის რეცეპტი

არომატული და გემრიელი მადამ ბოვარის რეცეპტი, კერძი, რომელიც მოუხდება ნებისმიერ სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ სუფრას.

კერძები
მადამ ბოვარი

მომზადების წესი

1

გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და შეწვით. ფარში კი წვრილად დაჭრილ ხახვთან, მარილთან და პილპილთან შეაზავეთ და მოშუშეთ.

2

დაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ პილპილი გემოვნებით და აურიეთ მაიონეზს. შესაძლებელია არაჟნის გამოყენება, გემოვნების მიხედვით.

3

ცეცხლგამძლე ჭურჭელში, პირველ ფენად მოათავსეთ კარტოფილის ნაჭრები. ზემოდან მოათავსეთ მოთუშული ფარში და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. ბოლოს კი გახეხილი ყველი.

4

თუ გაქვთ საშუალება, შეგიძლიათ ფენები გაიმეოროთ. ბოლო ფენას თანაბრად მოასხით მაიონეზის ნაზავი და ბოლოს დაადეთ დაჭრილი პომიდვრის ფენები.

5

მადამ ბოვარი შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში (200 გრადუსი) და მოამზადეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

დრო1 სთ 45 წთ
პორცია6
კალორია500
ინგრედიენტები
  • 1 კგ კარტოფილი
  • 650 გრ შერეული ფარში
  • 200 გრ ყველი
  • 200 გრ მაიონეზი
  • 2 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი