კერძებიკერძები
მადამ ბოვარის რეცეპტი
არომატული და გემრიელი მადამ ბოვარის რეცეპტი, კერძი, რომელიც მოუხდება ნებისმიერ სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ სუფრას.

მომზადების წესი
- გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და შეწვით. ფარში კი წვრილად დაჭრილ ხახვთან, მარილთან და პილპილთან შეაზავეთ და მოშუშეთ.
- დაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ პილპილი გემოვნებით და აურიეთ მაიონეზს. შესაძლებელია არაჟნის გამოყენება, გემოვნების მიხედვით.
- ცეცხლგამძლე ჭურჭელში, პირველ ფენად მოათავსეთ კარტოფილის ნაჭრები. ზემოდან მოათავსეთ მოთუშული ფარში და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. ბოლოს კი გახეხილი ყველი.
- თუ გაქვთ საშუალება, შეგიძლიათ ფენები გაიმეოროთ. ბოლო ფენას თანაბრად მოასხით მაიონეზის ნაზავი და ბოლოს დაადეთ დაჭრილი პომიდვრის ფენები.
- მადამ ბოვარი შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში (200 გრადუსი) და მოამზადეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.


