მჭადის რეცეპტი
ტრადიციული ქართული მჭადის რეცეპტი, რომლითაც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პური და შესანიშნავია სხვადასხვა კერძთან ან სალათასთან მისაყოლებლად.

მომზადების წესი
1
სიმინდის ფქვილს მოაყარეთ მარილი (გემოვნებით), დაუმატეთ წყალი და მოზილეთ ხელით. უნდა მიიღოთ შეკრული მასა, თუმცა უნდა იყოს სველი.
2
მომზადების შემდეგ, ხელით გააკეთეთ ცომის ბურთულები და ხელით გააბრტყელეთ, რომ მიიღოთ ოვალური ფორმის მჭადები. სისქე დაახლოებით 2-3 სანტიმეტრი.
3
შემდეგ გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და მოათავსეთ მჭადები. თითო მხარე შეწვით 5-6 წუთის განმავლობაში და უნდა მიიღოს ოქროსფერი შეფერილობა.
4
მჭადი უხდება თითქმის ყველა კერძს და განსაკუთრებით გემრიელია ლობიოსთან და მწნილთან ერთად.
დრო30 წთ
პორცია6
კალორია200
ინგრედიენტები
- 400 გრ სიმინდის ფქვილი
- 1/4 ჩ/კ მარილი
- 1 ჭიქა ცივი წყალი
- მარილი