მექსიკური კარტოფილის სოუსის რეცეპტი

მექსიკური კარტოფილის სოუსის უმარტივესი კლასიკური რეცეპტი, რომლის მოსამზადებლადაც სულ რაღაც 10 წუთი დაგჭირდებათ.

სოუსები
მექსიკური კარტოფილის სოუსი

მომზადების წესი

1

დანაყეთ ან დაჭყლიტეთ ნიორი.

2

ღრმა თასში შეურიეთ არაჟანი და მაიონეზი.

3

დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მოასხით ლიმონის წვენი.

4

დაამატეთ სანელებლები: შავი პილპილი, მარილი, წითელი წიწაკა და ორეგანო.

5

კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი; გემოს გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა დაჭრილი ქინძი.

დრო10 წთ
პორცია4
კალორია115
ინგრედიენტები
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 1 ს/კ მაიონეზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • შავი პილპილი – გემოვნებით
  • მარილი – გემოვნებით
  • 1 ჩ/კ წითელი წიწაკა (არ გაავსოთ ბოლომდე)
  • 1 ჩ/კ ორეგანო (არ გაავსოთ ბოლომდე)