მოჩის ნაყინის რეცეპტი
მოჩის ნაყინის რეცეპტი, რომლითაც შეძლებთ სახლის პირობებში მოამზადოთ უგემრიელესი იაპონური დესერტის თანამედროვე ვარიანტი.
მომზადების წესი
საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, მოათავსეთ მასზე თქვენთვის სასურველი ნაყინის ბურთულები და 1 საათით შედგით საყინულეში.
მიკროტალღური ღუმელისთვის განკუთვნილ თასში მოათავსეთ ბრინჯის ფქვილი, შაქარი, შაქრის ფხვნილი, დაუმატეთ წყალი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად. დააფარეთ თავსახური და შედგით მიკროტალღურში 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ, მოურიეთ ცომს და შედგით 1 წუთი. ისევ მოურიეთ და ამჯერად შედგით ნახევარი წუთით.
მაგიდაზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი, მოაყარეთ სახამებელი და ცხელი ცომი გადაიტანეთ პერგამენტზე. მოაყარეთ სახამებელი და გააბრტყელეთ (სისქე დაახლოებით 6 მმ). თუ ცომი წებოვანია, გაბრტყელებისას დამატებით მოაყარეთ სახამებელი. შემდეგ, კი 30 წუთით შედგით მაცივარში.
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და დაჭერით 8-10 სანტიმეტრის დიამეტრის წრეებად. მოაშორეთ ზედმეტი სახამებელი და თითო წრის ცენტრში მოათავსეთ გაყინული ნაყინის ბურთულები ისე, რომ გარშემო დარჩეს ცომი და შემდეგ მთლიანად დალუქეთ.
მიღებული თითო ბურთულა მჭიდროდ შეფუთეთ ცელოფნით ან სხვა მასალით და შედგით საყინულეში მინიმუმ 1 საათით. სანამ მიირთმევთ, უმჯობესია მოჩის ნაყინი ოთახის ტემპერატურაზე გააჩეროთ 5-10 წუთით.
- 1 ჭიქა წებოვანი ბრინჯის ფქვილი
- 1/4 ჭიქა შაქარი
- 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
- 1 ჭიქა წყალი
- საკვების საღებავი ფერისთვის
- სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი
- ნაყინი