ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტი

უგემრიელესი და კლასიკური ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ კერძის მარტივ მომზადებაში და დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას.

კერძები
ბადრიჯანი ნიგვზით თეთრ თეფშზე

მომზადების წესი

1

ხორცის მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი, მოათავსეთ თასში და შეურიეთ სუნელები, მარილი, ძმარი და ცოტაოდენი წყალი და კარგად აურიეთ.

2

ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე ისე, რომ გამოვიდეს დაახლოებით 5 თხელი ნაჭერი და შეწვით ზეთში, ორივე მხრიდან. სასურველია, შემწვარ ბადრიჯანს თუ მოაშორებთ ზედმეტ ცხიმს, სამზარეულოს ხელსახოცის გამოყენებით.

3

ამის შემდეგ, ბადრიჯნის ფენებს წაუსვით ნიგვზის სოუსი ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ ან გააკეთეთ რულეტი. თუ დაგრჩებათ ნიგვზის მასა, გადაუსვით ზემოდან.

4

ნიგვზიანი ბადრიჯანი მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და შეგიძლიათ დაამატოთ მწვანილიც.

დრო1 სთ
პორცია12
კალორია120
ინგრედიენტები
  • 250 გრ ნიგოზი
  • 500 გრ ბადრიჯანი
  • 1 ჩ/კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ/კ წითელი წიწაკა
  • 1 ჩ/კ ხმელი ქინძი
  • 3 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი
  • 3 კბილი ნიორი
  • 100 მლ ზეთი
  • მარილი და ბროწეული