ოხრახუშის სოუსის რეცეპტი
არომატული ოხრახუშის სოუსის რეცეპტი, რომელიც ძალიან უხდება თევზს, ხორცეულს და მისი შენახვა რამდენიმე დღით შეიძლება.
მომზადების წესი
1
კარაქი გაადნეთ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ფქვილი და მოურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ არ გასქელდება.
2
შემდეგ დაამატეთ რძე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ რძე კარგად არ შეიწოვება. ადუღების შემდეგ კიდევ ურიეთ 1 წუთის განმავლობაში.
3
გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ლიმონის წვენი და მდოგვი. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი.
4
ოხრახუშის სოუსი უმჯობესია მიირთვათ თბილი. შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ 3 დღის განმავლობაში.
დრო10 წთ
პორცია6
კალორია170
ინგრედიენტები
- 50 გრ კარაქი
- 40 გრ ფქვილი
- 500 მლ რძე
- 1 კონა ოხრახუში
- 1 ლიმონი
- 1 ჩ/კ მდოგვი
- მარილი, შავი პილპილი