პიცის ცომის რეცეპტი
სახლში მომზადებული პიცის ცომის რეცეპტი, რომლის გამოცხობა არის ძალიან მარტივი და დამწყები კულინარიც კი შეძლებს.
მომზადების წესი
1
გააცხელეთ ღუმელი 230 გრადუსზე და პიცის საცხობ დაფაზე წაუსვით ცხიმი.
2
ჩაასხით თბილი წყალი თასში, დაამატეთ საფუარი და შაქარი. აურიეთ და გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი.
3
საფუვრის ნარევს დაუმატეთ ფქვილი, ზეთი, მარილი და კარგად მოზილეთ, გლუვი მასის მისაღებად. გააჩერეთ 5 წუთი.
4
ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გააბრტყელეთ წრიულ ფორმაზე და გადაიტანეთ მომზადებულ პიცის საცხობზე.
5
პიცის ცომი მზად არის და ახლა შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი ინგრედიენტები და გამოაცხოთ პიცა.
დრო45 წთ
პორცია1
კალორია170
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა თბილი წყალი
- 7 გრ აქტიური საფუარი
- 1 ჩ/კ თეთრი შაქარი
- 2 ½ ჭიქა პურის ფქვილი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ/კ მარილი