სამარხვო ბლინის რეცეპტი
თხელი და გემრიელი სამარხვო ბლინის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია და შეგიძლიათ დაატკბოთ სასურველი ხილით.

მომზადების წესი
1
პირველ რიგში, 350-400 მლ ანადუღარ წყალში შეურიეთ ზეთი და ლიმონის წვენი. ცალკე თასში კი მოათავსეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და სოდა.
2
სითხის ნახევარი დაასხით ფქვილს და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ სითხის მეორე ნახევარი და აურიეთ ისე, რომ თხელი ცომის მასა მიიღოთ.
3
პატარა ზომის გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და ჩაასხით ცომი, რომ დაიფაროს მთლიანი ზედაპირი და ასე გამოაცხვეთ ბლინის თითო მხარე.
4
შემწვარ მხარეს მოათავსეთ 1 ს/კ სასურველი ხილის ჯემი, გადაახვიეთ და სამარხვო ბლინი შეწვით ყველა მხრიდან.
დრო30 წთ
პორცია6
კალორია100
ინგრედიენტები
- 60 გრ ფქვილი
- 1/2 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ ზეთი
- 1 ს/კ შაქარი
- 1/4 ჩ/კ მარილი
- ხილის ჯემი