სპანაკოპიტას რეცეპტი
სახლში მომზადებული სპანაკოპიტას რეცეპტი, რომელსაც აქვს ისპანახის და ფეტა ყველის შიგთავსი და გაჯერებულია გემოებით. უგემრიელესი და ხრაშუნა ცომეული ნებისმიერი მომენტისთვის.
მომზადების წესი
გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე და 2 ფირფიტაზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი. დიდ ტაფაზე მოშუშეთ ისპანახი 1 ს/კ ზეითუნის ზეთში, 3-4 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, გადაწურეთ და წვრილად დაჭერით.
იმავე ტაფაში მოშუშეთ ხახვი 1 ს/კ ზეითუნის ზეთში 3-4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მწვანე ხახვი, ნიორი, ოხრახუში და კამა და ურიეთ ნახევარი წუთი. გადაიტანეთ თასში, დაამატეთ ისპანახი, ფეტა ყველი, და კვერცხით. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
გააბრტყელეთ ფილოს ცომი, დააფინეთ ერთი ფირფიტა და წაუსვით გამდნარი კარაქი, ზემოდან დაადეთ ცომის მეორე ფურცელი და წაუსვით კარაქი. დაჭერით ვერტიკალურად, რომ მიიღოთ გრძელი, 7-10 სმ სიგანის ნაჭრები და თითოეული ზოლის ერთ ბოლოზე მოათავსეთ 1 1/2 ჩაის კოვზი შიგთავსი.
შიგთავსიანი ბოლო გადაკეცეთ, რომ მიიღოთ სამკუთხედის ფორმა, განაგრძეთ გადაკეცვა როგორც დროშა სანამ ბოლომდე არ გახვალთ და მიიღებთ სამკუთხა ფორმის ნაჭერს. გააკეთეთ იგივე სხვა ნაჭრებისთვის.
სამკუთხა ფორმის სპანაკოპიტას ნაჭრები მოათავსეთ მომზადებულ საცხობ ფირფიტაზე, ერთმანეთისგან დაშორებით. გამოაცხვეთ 18-20 წუთის განმავლობაში ან სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 900 გრ ისპანახი
- 1/2 ჭიქა ხახვი
- 1/2 ჭიქა მწვანე ხახვი
- 1 ჩ/კ ნიორი, დაფქული
- 2 ს/კ ოხრახუში
- 2 ს/კ კამა
- 230 გრ ფეტა ყველი
- 1 კვერცხი
- 450 გრ ფილოს ცომი
- 3/4 ჭიქა გამდნარი კარაქი