სუშის რეცეპტი

სახლში მომზადებული სუშის რეცეპტი, უგემრიელესი და უნიკალური აზიური კერძი რომელიც უნდა მიირთვათ სხვადასხვა სოუსთან ერთად.

კერძები
სუში

მომზადების წესი

1

ღუმელი გააცხელეთ 150 გრადუსზე. ქვაბით აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ბრინჯი, დააფარეთ თავსახური და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, 20-25 წთ.

2

როდესაც ბრინჯი მოიხარშება, ერთმანეთში აურიეთ ბრინჯის ძმარი, შაქარი, მარილი და დაამატეთ მოხარშულ ბრინჯს.

3

საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ ნორის ფურცლები და გაათბეთ, 1-2 წუთის მანძილზე. გაშალეთ ნორის ფურცელი და სველი ხელებით ბრინჯის თხელი ფენა მოასხით.

4

ცენტრის ოდნავ ქვემოთ, ჰორიზონტალურად, ფენებად დაალაგეთ კრაბის ჩხირის 1/4, დაჭრილი ავოკადო და კიტრი და ჯანჯაფილი.

5

ასწიეთ ნორის ერთი ბოლო და გააკეთეთ მჭიდროდ შეკრული რულეტი. გაიმეორეთ იგივე დარჩენილი სამი ფურცლისთვის.

6

სუში დაჭერით სველი და ბასრი დანით. ერთ რულეტიდან გამოვა გამოვა 4-6 ნაჭერი.

დრო1 სთ 10 წთ
პორცია8
კალორია150
ინგრედიენტები
  • 230 გრ კიბორჩხალას ჩხირი
  • ⅔ ჭიქა თეთრი ბრინჯი
  • 3 ს/კ ბრინჯის ძმარი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 1 ½ ჩ/კ მარილი
  • 4 ფურცელი ნორი
  • 1 ავოკადო
  • ½ კიტრი
  • 2 ს/კ ჯანჯაფილის მწნილი