თინუსის სალათის რეცეპტი
ეს არის მსუბუქი, ჯანსაღი და არომატული თინუსის სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებისთვის სულ რამდენიმე ინგრედიენტი და წუთია საჭირო.
მომზადების წესი
1
ნიახური და წითელი ხახვი დაჭერით კუბიკებად, ხოლო ოხრახუში წვრილად. თინუსის ქილიდან გადაწურეთ სითხე, მოათავსეთ თასში და ჩანგლით ოდნავ გააცალკევეთ.
2
თინუსს დაამატეთ დაჭრილი ინგრედიენტები, მაიონეზი, დიჟონის მდოგვი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
3
მეტი არომატისთვის შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ავოკადო და ზეთის ხილი.
4
თინუსის სალათა მიირთვით პირდაპირ, სალათის ფურცელში გახვეული ან სენდვიჩის სახი
დრო15წთ
პორცია4
კალორია172
ინგრედიენტები
- 2 ქილა თინუსი
- 60 გრ მაიონეზი
- 1 ღერი ნიახური
- 2 ს/კ წითელი ხახვი
- 1 ს/კ ოხრახუში
- 1/2 ს/კ დიჟონის მდოგვი
- მარილი და პილპილი, გემოვნებით