წიწიბურას კატლეტის რეცეპტი

მსუბუქი წიწიბურას კატლეტის რეცეპტი, რომლის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო და ინგრედიენტი დაგჭირდებათ და არის ძალიან გემრიელი.

კერძები
ოთხი წიწიბურას კატლეტი

მომზადების წესი

1

ჯერ მოხარშეთ წიწიბურა – დაასხით ადუღებული წყალი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და თავდახურული მოხარშეთ, დაბალ ცეცხლზე.

2

ამასობაში, გათალეთ კარტოფილი, სტაფილო და დაჭერით ქინძთან და ბულგარულ წიწაკასთან ერთად, პატარა ნაჭრებად.

3

მოხარშვის შემდეგ, წიწიბურა და ბოსტნეული გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი.

4

გააკეთეთ ექვსი წიწიბურას კატლეტი, ამოავლეთ საფანელში და დაბალ ცეცხლზე შეწვით ზეთში.

დრო30 წთ
პორცია6
კალორია150
ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა წიწიბურა
  • 1/2 ჭიქა საფანელი
  • 1 სტაფილო
  • 1 კარტოფილი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • მარილი, პილპილი