თაფლის სასარგებლო თვისებები

ოქტომბერი 23, 2024
თაფლით სავსე ქილა მაგიდაზე
სარჩევი

თაფლი არის უგემრიელესი ბუნებრივი საკვები საშუალება და ოდითგანვე პოპულარობით სარგებლობდა. მისგან შეიძლება უგემრიელესი ნამცხვრების და დესერტის მომზადება.

თუმცა, ის არამარტო გემრიელია, არამედ კარგი სამკურნალო საშუალებაცაა, რომელსაც ადამიანები საუკუნეების მანძილზე გამოიყენებდნენ და დღესაც პოპულარულია.

რა სასარგებლო თვისებები აქვს თაფლს

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს თაფლს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

1. საკვები ნივთიერებებით მრავალფეროვანი

ქილაში მოთავსებული თაფლი

თაფლი ძირითადად შაქრისგან შედგება, არ გააჩნია ცხიმი და შეიცავს მცირე რაოდენობით ბოჭკოს. 20 გრამი თაფლის კალორიის შემცველობა არის 61, მაგრამ, ადამიანების უმრავლესობა არ მოიხმარს თაფლს იმ ოდენობით, რომ ვიტამინების და მინერალების ძირითადი წყარო იყოს.

თუმცა, თაფლი არის სასარგებლო მცენარეული ნაერთების წყარო, რომელსაც პოლიფენოლები ეწოდება. ეს ნივთიერებები აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, კარგია ტვინისთვის, გულის ჯანმრთელობისთვის და II ტიპი დიაბეტისთვის.

2. კარგია გულისთვის

ქალს უჭირავს წითელი გული

თაფლს შეუძლია არტერიული წნევის დარეგულირება, სისხლში ცხიმის დონის გაუმჯობესება და გულის უჯრედების დაცვა. იგი შეიცავს 180-ზე მეტ ნივთიერებას და ამ ნივთიერებებს შეუძლიათ ათეროსკლეროზთან და არტერიებში ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვების წინააღმდეგ ბრძოლა.

დამატებით, თაფლში პროპოლისის არსებობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის გაუმჯობესებას. თუმცა, საჭიროა მეტი კვლევა, რადგან სრულად გავიგოთ თაფლის გავლენა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.

3. ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას

მამა შვილს უხვევს ჭრილობას მუხლზე

ძველი დროიდან თაფლი გამოიყენებოდა ჭრილობებისა და დამწვრობის (მაგალითად, თაფლი მანუკა) სამკურნალოდ და ამას თანამედროვე კვლევებიც ადასტურებენ. მის სამკურნალო თვისებებს მიეკუთვნება ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

თუმცა, სამედიცინო კვლევებში გამოყენებული თაფლი არის სამედიცინო ხარისხის და სტერილური. მაღაზიაში ნაყიდი თაფლი არ უნდა გამოიყენოთ ჭრილობების სამკურნალოდ.

4. შეიცავს ანტიოქსიდანტებს

თაფლი პატარა ქილაში

მინიმალურად დამუშავებული ან ნედლი თაფლი შეიცავს ბიოაქტიურ მცენარეულ ნაერთებს და ანტიოქსიდანტებს, განსაკუთრებით ფლავონოიდებს და ფენოლის მჟავებს. ეს ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს ორგანიზმში რეაქტიული ჟანგბადის სახეობების (ROS) განეიტრალებას. ეს განსაკუთრებით მუქი ფერის თაფლს ეხება.

ნედლი თაფლი ასევე შეიძლება შეიცავდეს ფუტკრის მტვერს, რასაც დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. კვლევების მიხედვით, ზოგადად თაფლ კარგია რესპირატორული, კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის.

5. გამოიყენება ხველების სამკურნალოდ

ქალი ახველებს და ხელს იფარებს პირზე

მისი კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა ხველებისა და ყელის ტკივილის წინააღმდეგ ბრძოლა. სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, თაფლი ამცირებს ხველების ხანგრძლივობას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. მას არ აქვს გვერდით როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. ხველის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტისგან განსხვავებით, თაფლს არ აქვს გვერდითი მოვლენები, რაც მას უფრო უსაფრთხო ვარიანტად აქცევს 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ის შეიძლება ბევრ მედიკამენტსაც სჯობდეს და გასათვალისწინებელია, რომ თაფლს არ აქვს გვერდით მოვლენები, რაც კარგია როგორც მოზარდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ თაფლით მკურნალობა არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შეჯამება

თაფლი გამოირჩევა სხვადასხვა სასარგებლო თვისებით. ის მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ეხმარება ჭრილობების შეხორცებას, შეიცავს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტებს და ეფექტურია ხველების სამკურნალოდ. თაფლის გამოყენება უსაფრთხოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

მსგავსი სტატიები

d ვიტამინის აბები

D ვიტამინის ნაკლებობა და სიმპტომები

ვიტამინი D არის საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების განვითარებაში, კუნთოვანი და იმუნური სისტემების ფუნქციონირებაში.

ჩიას თესლი პატარა ჯამში

ჩიას თესლი: ჯანსაღი ცხოვრების ინგრედიენტი

ალბათ გაგიგიათ, რომ ჩიას თესლი არის ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ ზუსტად

შუაზე გაჭრილი ავოკადოები

ავოკადოს სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ ავოკადო გემრიელი ხილია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და ზოგადად კარგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საკვები დანამატები

საკვები დანამატები: რა უნდა იცოდე

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა საკვები დანამატები, რომლის მთავარი მიზანია ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო და დეფიციტური საკვები