წიწიბურას დიეტა: ბუნებრივი და ჯანსაღი

აგვისტო 19, 2024
სარჩევი

მრავალი ადამიანი ცდილობს მეტი მარცვლეული დაამატოს საკვებ რაციონში და მათ შორის ერთ-ერთი პოპულარულია წიწიბურა.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში წიწიბურა პოპულარობით სარგებლობს, დანარჩენმა მსოფლიომ ის ახლახან აღმოაჩინა.

ამიტომაც ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა წიწიბურას დიეტა. ბევრის მტკიცებით მას შეუძლია დაგეხმაროთ წონის დაკლებასა და სხვა პრობლემების მოგვარებაში.

სტატიაში განვიხილავთ ამ დიეტას, მის უპირატესობებს და ზოგადად, რამდენად მართალია ის მოსაზრება, რომ ის კარგი და შედეგის მომტანი დიეტაა.

რა არის წიწიბურას დიეტა

მიმოფანტული წიწიბურას მარცვლები

წიწიბურას დიეტა არის მონო დიეტის სახეობა, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ წიწიბურა, დღეში სამჯერ.

ამგვარი მონოტროპული დიეტები ხშირად პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებში, ვისაც სწრაფად სურს წონაში დაკლება. სამწუხაროდ, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამ დიეტის მსგავს მახასიათებელს.

თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ წონის შემცირება არა მხოლოდ მოკლევადიანია, არამედ ასეთმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების დეფიციტი, უკონტროლო კვება და ა.შ.

წიწიბურას დიეტის მონო დიეტად გამოყენების ნაცვლად, სასურველია ის დაამატოთ თქვენს უკვე არსებულ დიეტაში. მაგალითად, სხვა მარცვლეული რომელსაც მიირთმევთ, წიწიბურათი ჩაანაცვლოთ.

წიწიბურას დიეტის უპირატესობები

თეთრ ზედაპირზე მიმოფანტული წიწიბურა

როგორც ზემოთ აღინიშნა, წიწიბურას დიეტა შეიძლება არ იყოს საუკეთესო არჩევანი. თუმცა, ამ მარცვლეულის თქვენს რაციონში დამატებამ შეიძლება დადებითად გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე.

ის კარგია გულისთვის

ეჭვგარეშეა, რომ მარცვლეულის მიღება შეიძლება წარმოუდგენლად კარგი იყოს თქვენი გულისა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის.

2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ 90 გრ მთლიანი მარცვლეულის მიღებამ შეიძლება შეამციროს გულის კორონარული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, რესპირატორული დაავადებების და ინფექციური დაავადებების რისკები.

წიწიბურა ასევე შეიცავს რუტინს, ბიოფლავონოიდს, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის თავიდან აცილებას, რაც გულის დაავადების რისკის ფაქტორია.

აუმჯობესებს საკვების მონელებას

თუ თქვენ ებრძვით ყაბზობას, წიწიბურას დიეტა შეიძლება თქვენი პრობლემების გადაჭრის ნაწილი იყოს. ეს მთლიანი მარცვლეული, ისევე როგორც მრავალი სხვა სახის მარცვლეული, შეიცავს დიეტურ ბოჭკოებს. ეს არის უხეში ბოჭკოები, რომლებიც ბოლომდე არ იშლება.

ამ ტიპის ბოჭკოები არა მარტო საჭმლის მონელებაში გეხმარებათ , არამედ საკვების გადაადგილებას ნაწლავებში, რაც აუმჯობესებს რეგულარულობას და ამცირებს ყაბზობის რისკს.

ზოგიერთი სახის ბოჭკოები ასევე მოქმედებს როგორც პრებიოტიკები, რაც ნიშნავს, რომ ის კვებავს თქვენს ნაწლავში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს.

დიაბეტის მართვა

თუ დიაბეტი გაქვთ, წიწიბურას დიეტა შეიძლება დაგეხმაროთ დაავადების მართვაში. წიწიბურა რთული ნახშირწყალია, რომელიც მდიდარია ბოჭკოებით. ჩვენს სხეულს უფრო მეტი დრო სჭირდება რთული ნახშირწყლების დაშლასა და მონელებისთვის, რაც ხელს უშლის სისხლში შაქრის მატებას.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ წიწიბურას შედარებით დიდი ოდენობით მიღებამ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოიწვია ინსულინის, ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცირება. ეს ყველაფერი ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ ამ ფსევდო-მარცვლეულს შეუძლია გააუმჯობესოს დიაბეტის მართვა.

წიწიბურას დიეტა და წონაში დაკლება

პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ წიწიბურას მიღება ყოველდღიურად ზიანის მომტანი არ არის. უბრალოდ, უმჯობესია ის სხვა საკვებთან ერთად მიიღოთ. და დიახ, წიწიბურას დიეტით შეგიძლიათ წონაში დაკლება.

წიწიბურას მიღება ხელს უწყობს ზოგადად წონის მართვას და აუმჯობესებს BMI მონაცემს. ასევე, წიწიბურა არის მცენარეული ცილის შესანიშნავი წყარო. პროტეინი კი ხელს უწყობს კუნთების ზრდას და ზრდის ენერგიის ხარჯვას. ეს ორი ფაქტორი ხელს უწყობს წონის შემცირებას.

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ მცენარეული ცილა დაგეხმარებათ სხეულის კომპოზიციის გაუმჯობესებაში და ინსულინის რეზისტენტობის შემცირებაში. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ცხოველური ცილის მცენარეული ცილებით ჩანაცვლებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის მასის შემცირება.

შეჯამება

წიწიბურას აქვს მრავალი სასარგებლო თვისება და მისი დამატება საკვებ რაციონში დადებითად აისახება თქვენზე. წიწიბურას დიეტა კი შესანიშნავი შესაძლებლობაა დაიწყოთ მისი მიღება. ის შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, რაც ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა კარგი. თუმცა, საჭიროა ის სხვა საკვებთან ერთად მიიღოთ.

სხვა დიეტები

ხმელთაშუა ზღვის პროდუქტი

ხმელთაშუა ზღვის დიეტა: მრავალფეროვანი და ჯანსაღი

ჯანსაღი საკვებით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ძალიან სასარგებლო და გვთავაზობს საკვების და პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს.

სხვადასხვა დაჭრილი ხილი

ხილის დიეტა: რადიკალური კვების რეჟიმი

ხილის დიეტა დასახელებიდან გამომდინარე გულისხმობს კვების წესის ცვლილებას და ხილზე გადასვლას, თუმცა არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა.

მწვანე ჩაი ჭიქაში

მწვანე ჩაის დიეტა: ცხიმის ჯანსაღი წვა

მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელია. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა მცენარეული ნაერთებით, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ოკინავას საკვები

ოკინავას დიეტა: კვების იაპონური სტილი

ოკინავა ცნობილია როგორც ლურჯი ზონა და ამ ზონებში მცხოვრები ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს სხვა მოსახლეობასთან შედარებით. სიცოცხლის