კვერცხის დიეტა: წონაში კლების მარტივი გზა

აგვისტო 19, 2024
სარჩევი

კვერცხის დიეტა არის საკმაოდ პოპულარული ტიპის დიეტა მთელს მსოფლიოში და მას იყენებენ წონაში დასაკლებად.

თუმცა, დადებით მხარეებთან ერთად მას გააჩნია გარკვეული რისკები. ამიტომ, ის შეიძლება თქვენთვის განკუთვნილი არ იყოს.

განვიხილოთ, თუ რა არის კვერცხის დიეტა და ზოგადად სასარგებლოა თუ არა ამ დიეტის გამოყენება თქვენი ჯანმრთელობისთვის.

რა არის კვერცხის დიეტა

შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი

კვერცხის დიეტა არის დაბალკალორიული, ნახშირწყლების დაბალი და ცილების მაღალი შემცველობის წონაში დაკლების პროგრამა. ამ დიეტის დაცვის დროს თქვენ დღეში ერთ კვებაზე მაინც უნდა მიიღოთ მოხარშული კვერცხი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სტანდარტული გეგმა და კვერცხის სხვადასხვა ტიპის დიეტა არსებობს, ყველა მაინც ერთმანეთს ჰგავს და ერთ წესს მიყვება.

როგორც წესი, ამ დიეტის დროს თქვენ საკვებს მიირთმევთ დღეში სამჯერ (ჩიფსების და მსგავსი წასახემსებლების გამოკლებით) და დასაშვებია მხოლოდ წყალი ან ნულოვანი კალორიული სასმელები. მისი მიზანია წონაში სწრაფად დაკლება კუნთის მასის შემცირების გარეშე.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი შემზღუდველი ბუნებამ და მრავალფეროვანი საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები.

დადებითი მხარეები

კვერცხის დიეტას არ გააჩნია განსაკუთრებით სასარგებლო თვისებები. ამ მიზნით შეგიძლიათ დაიცვათ სხვა, მაგალითად საზამთროს დიეტა. თუმცა, მაინც შეიძლება მოგიტანოთ გარკვეული სარგებელი.

  • საკვები ნივთიერებები: კვერცხი შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს და ცილას. თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმის სათქმელად, რომ კვერცხის დიეტა არის ჯანსაღი.
  • გადამუშავებული საკვები: ამ დიეტის დაცვის დროს თქვენ არ მიირთმევთ გადამუშავებულ საკვებს, ჩიფსებს, და მსგავს სასუსნავებს. ამიტომ, დროებით გადადიხართ გარკვეულ ჯანსაღ კვებაზე.

უარყოფითი მხარეები

პირველ რიგში, თუ ალერგიული ხართ, სასურველია კვერცხის დიეტა არ დაიცვათ. თუმცა ამის გარდა, მას სხვა უარყოფითი შედეგიც შეიძლება მოჰყვეს.

  • კალციუმის დეფიციტი: ამ დიეტა დროს თქვენ არ იღებთ რძის პროდუქტებს, რაც კალციუმის დიდი წყაროა. დამატებით, არ ხდება კალციუმით მდიდარი ბოსტნეულის მიღებაც.
  • მაღალი ქოლესტერინი: თუ თქვენ გულის დაავადების მაღალი რისკი გაქვთ, უმჯობესია არ დაიცვათ ეს დიეტა და ზოგადად, დღეში მხოლოდ ერთი ცალი კვერცხი მიირთვათ.
  • დაბალკალორიული: საშუალოდ, ერთი კვერცხი შეიცავს 78 კალორიას, რაც საკმაოდ დაბალია. არასაკმარისი კალორიების მიღება კი იწვევს ენერგიის შემცირებას. კალორიის ნორმის გასაგებად გამოიყენეთ კალორიების კალკულატორი.
  • ბოჭკოების დეფიციტი: ბოჭკო აუცილებელია საკვების მონელებისთვის და დარეგულირებისთვის. მოხარშული კვერცხი არ შეიცავს ბოჭკოს, მაშინ როდესაც რეკომენდებულია დღეში 30-40 გრ ბოჭკოს მიღება.

რისი ჭამა შეგიძლიათ და რას უნდა აარიდოთ თავი

ბრინჯის სალათა მოხარშული კვერცხით და კიტრით

გამომდინარე იქიდან, რომ კვერცხის დიეტის მრავალი ტიპი არსებობს, რთულია საკვების ზუსტი სიის შედგენა, რომლის ჭამაც შეგიძლიათ და რომელი არ უნდა მიიღოთ.

თუმცა, არსებობს საკვების სახეობები, რომლის მირთმევაც სარგებლის მომტანი იქნება და საკვები, რომელიც ხელს შეუშლის თქვენს წონაში დაკლებას.

რისი ჭამა შეიძლება:

  • ქათამი
  • თევზი
  • ბროკოლი
  • ისპანახი
  • სოკო
  • გრეიპფრუტი
  • ლიმონი
  • კენკრა

რისი ჭამა არ შეიძლება:

  • პური
  • მაკარონი
  • კარტოფილი
  • სიმინდი
  • ალკოჰოლი
  • შაქარი
  • ყველი
  • რძე

კვერცხის დიეტის გეგმა

როგორც აღინიშნა, მოხარშული კვერცხის სხვადასხვა ტიპის დიეტა არსებობს და კონკრეტული გეგმის შემუშავება რთულია. თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებს – სამჯერადი კვება.

ქვემოთ მოცემულია კვერცხის შვიდდღიანი დიეტის რაციონის მაგალითი.

დღეებიI კვება II კვებაIII კვება
I დღემოხარშული კვერცხი, გრეიპფრუტი, ორთქლზე მოხარშული სატაცურიგამომცხვარი თევზი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლიმოხარშული ქათმის მკერდი, ორთქლზე მოხარშული სოკო და ისპანახი
II დღემოხარშული კვერცხი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლისუკის სტეიკი, ორთქლზე მოხარშული ისპანახი და კომბოსტოღორის ფილე, შემწვარი სატაცური
III დღემჭლე ლორი, ორთქლზე მოხარშული კომბოსტომოხარშული კვერცხი, ისპანახი, დაჭრილი სოკოორთქლზე მოხარშული თევზი, სატაცური
IV დღემოხარშული კვერცხი, ფორთოხლის ნაჭრებიშემწვარი ინდაურის მკერდი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლისუკის სტეიკი, შემწვარი სოკო, ორთქლზე მოხარშული კომბოსტო
V დღეშერეული კენკრა, მჭლე ლორი, ორთქლზე მოხარშული სატაცურიგამომცხვარი ისპანახი, ორთქლზე მოხარშული ისპანახიღორის ფილე, ბროკოლი
VI დღემოხარშული კვერცხი, ორთქლზე მოხარშული ისპანახი, გრეიპფრუტიგამომცხვარი ქათმის მკერდი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლიშემწვარი ინდაურის მკერდი, ორთქლზე მოხარშული კომბოსტო, სოკო
VII დღემოხარშული კვერცხი, კენკრატუნა თევზი, ისპანახი, სატაცურიმოხარშული ქათმის მკერდი, ორთქლზე მოხარშული კომბოსტო, სოკო

შეჯამება

კვერცხი ცილის შესანიშნავი წყაროა და მდიდარია სასარგებლო ვიტამინებით და მინერალებით. არსებობს მრავალი დიეტა, თუმცა კვერცხის დიეტა ბევრთან შედარებით მარტივი და შედეგის მომტანია. მაგრამ, ამ დიეტის დაცვის დროს ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია სანამ მის დაცვას დაიწყებთ.

სხვა დიეტები

ხმელთაშუა ზღვის პროდუქტი

ხმელთაშუა ზღვის დიეტა: მრავალფეროვანი და ჯანსაღი

ჯანსაღი საკვებით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ძალიან სასარგებლო და გვთავაზობს საკვების და პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს.

სხვადასხვა დაჭრილი ხილი

ხილის დიეტა: რადიკალური კვების რეჟიმი

ხილის დიეტა დასახელებიდან გამომდინარე გულისხმობს კვების წესის ცვლილებას და ხილზე გადასვლას, თუმცა არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა.

მწვანე ჩაი ჭიქაში

მწვანე ჩაის დიეტა: ცხიმის ჯანსაღი წვა

მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელია. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა მცენარეული ნაერთებით, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ოკინავას საკვები

ოკინავას დიეტა: კვების იაპონური სტილი

ოკინავა ცნობილია როგორც ლურჯი ზონა და ამ ზონებში მცხოვრები ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს სხვა მოსახლეობასთან შედარებით. სიცოცხლის