გლუტენი, რომლის მიმართაც ადამიანების გარკვეულ ნაწილს ალერგია აქვს, გვხვდება სხვადასხვა პროდუქტში, ძირითადად, მარცვლეულისგან დამზადებულ საკვებში.
ამ სტატიაში განვიხილავთ მარცვლეულს, რომელიც შეიცავს გლუტენის და ამ მარცვლეულისგან დამზადებულ გლუტენის შემცველ პროდუქტებს.
1. ხორბალი
ხორბალი არის გლუტენის ყველაზე დიდი წყარო და ხშირად მოხმარებადი პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი შეიცავს სხვადასხვა საკვებ ნივთიერებას, თუ გლუტენის აუტანლობის სიმპტომები გაწუხებთ, მოერიდეთ ხორბლის დიდი რაოდენობით მოხმარებას.
ხორბლისგან დამზადებული გლუტენის შემცველი პროდუქტებია:
- პური: ყველაზე გავრცელებული და გლუტენით მდიდარი ხორბლის პროდუქტი. ეს ეხება პურის სხვადასხვა სახეობას და ასევე პურს, რომელსაც იყენებენ სენდვიჩებში, ტოსტში და ა.შ.
- მაკარონი: ტრადიციული მაკარონი მზადდება ხორბლისგან და შესაბამისად, შეიცავს გლუტენს. ის გამოიყენება პოპულარული კერძების მოსამზადებლად, მაგალითად როგორიცაა ლაზანია.
- ხორბლის ფანტელი: ბევრისთვის საყვარელი საკვები საუზმისთვის. თუმცა, თუ რეაქცია გაქვთ გლუტენზე, უმჯობესია ეს საკვები ამოიღოთ თქვენი რაციონიდან.
2. ჭვავი
ჭვავი კიდევ ერთი გლუტენის შემცველი მარცვლეულია, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით, ვიდრე ხორბალი. ჭვავის წებოვანას ეწოდება სეკალინი, რომელსაც აქვს ოდნავ განსხვავებული სტრუქტურა ხორბლის გლუტენისგან, მაგრამ მაინც იწვევს უარყოფით რეაქციებს.
გლუტენის შემცველი პროდუქტი, რომელიც ჭვავისგან მზადდება:
- ჭვავის პური: ჭვავისგან დამზადებული ყველაზე გავრცელებული საკვები. უმეტესი ჭვავის პური მზადდება მხოლოდ ჭვავის ფქვილით, მაგრამ არსებობს სახეობები რომელშიც შერეულია ხორბალი, რაც ზრდის გლუტენის შემცველობას.
- ჭვავის ვისკი: მიუხედავად იმისა, რომ გამოხდილი სპირტი ითვლება უგლუტენო პროდუქტად, ჭვავის ვისკი მზადდება ჭვავის მარცვლებისგან და შეიძლება შეიცავდეს გლუტენს. ასე, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რეაქცია.
- ჭვავის კრეკერი: იგივე ხრაშუნა პური, რომელიც ჩვეულებრივი პურის ალტერნატივაა და ხშირად გამოიყენება დიეტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რაოდენობით შეიცავს გლუტენს, უმჯობესია ავი აარიდოთ, თუ გლუტენის აუტანლობა გაწუხებთ.
3. ქერი
ქერი მარცვალია, რომელიც გლუტენს პროტეინის სახით შეიცავს, რომელსაც ჰორდეინი ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ის კერძებში ხშირად არ გამოიყენება, მისგან მზადდება ისეთი პოპულარულის სასმელი, როგორიც ლუდია.
გაეცანით ქერისგან დამზადებულ პროდუქტს, რომელიც შეიცავს გლუტენს:
- ლუდი: ალბათ ყველაზე პოპულარული და მოხმარებადი სასმელია, რომელიც ქერისგან მზადდება. ტრადიციული ლუდი მზადდება ქერის ალაოსგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუდის უმეტესობა შეიცავს გლუტენს.
- ქერის წვნიანი: ქერი წვნიან კერძებში ხშირი ინგრედიენტია, რომელიც მას განსაკუთრებით არომატს აძლევს. გლუტენის მიმართ რეაქციის შემთხვევაში, ეცადეთ არ მიირთვათ ქერისგან მომზადებული სუპები.
- ალაო: ის მიიღება ქერისგან და გამოიყენება სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში, როგორიცაა ალაოს რძე, ალაოს ძმარი და სხვა. ალაოს ექსტრაქტი ასევე გამოიყენება როგორც არომატიზატორი ან დამატკბობელი.
შეჯამება
ვინც უგლუტენო დიეტას მიჰყვება, საჭიროა იცოდეს რომელია გლუტენის შემცველი პროდუქტი, რადგან არ გამოიწვიოს უარყოფით რეაქციები. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი, ჭვავი და ქერი გლუტენის მთავარი წყაროა, მათგან მზადდება უამრავი საკვები და სასმელი.