შოკოლადის ტორტის რეცეპტი
ძალიან მარტივი შოკოლადის ტორტის რეცეპტი, რომელიც არის უგემრიელესი, დატენიანებული და შესანიშნავია მათთვის, ვისაც შოკოლადი უყვარს.

მომზადების წესი
1
გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე და საცხობ ფორმებს წაუსვით კარაქი.
2
ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, სოდა, შაქარი და მარილი აურიეთ ჯამში. დაამატეთ კვერცხი, რძე, ზეთი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ.
3
მოასხით 250 მლ მდუღარე წყალი და ათქვიფეთ და მიღებული თხელი ცომი ჩაასხით ფორმებში.
4
შოკოლადის ტორტი გამოაცხვეთ 35 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ ფორმებში 10 წუთის განმავლობაში.
5
ბოლომდე რომ გაგრილდება, ამოიღეთ საცხობი ფორმიდან და ზემოდან მოასხით სასურველი კრემი, შოკოლადი, კარამელი და ა.შ.
დრო45 წთ
პორცია8
კალორია350
ინგრედიენტები
- 260 გრ ჩვეულებრივი ფქვილი
- 55 გრ კაკაო
- 1.5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1.5 ჩ/კ საცხობი სოდა
- 440 გრ თეთრი შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი
- 2 კვერცხი
- 250 მლ რძე
- 125 მლ მცენარეული ზეთი
- 2 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
მსგავსი რეცეპტები
ჟელეს ტორტი

ხილის ტორტი

ჩინური ტორტი

მარწყვის ტორტი
