სააღდგომო კვერცხის შეღებვა შეიძლება თავიდან რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა ის საკმაოდ მარტივ პროცედურას მოითხოვს და შეღებვის რამდენიმე გზა არსებობს.
პირველ რიგში, შესაძლებელია კლასიკური, წითელი ფერის მიცემა, თუმცა ასევე, შეგიძლიათ კვერცხები სხვადასხვა ფერად შეღებოთ – ყვითელი, ლურჯი, მწვანე და ა.შ.
ფერის მისაცემად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ფერის მისაცემი საშუალებები, ან სხვადასხვა ბუნებრივი ინგრედიენტები.
სააღდგომო კვერცხის შეღებვა
გაინტერესებთ თუ როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი? გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა მეთოდს და გაალამაზეთ სააღდგომო სუფრა.
წითელი კვერცხი: ენდრო

პირველი მეთოდი კვერცხის შეღებისთვის არის ენდროს ფესვების გამოყენებით, რომელიც კვერცხს მისცემს წითელი ფერის შეფერილობას.
ასევე, სასურველია დამატებით გამოიყენოთ ხახვის ფოჩები, რომელიც თავის შეფერილობას დაამატებს. თუმცა აუცილებელი არ არის.
დაიწყეთ ენდროს ფესვების გარეცხვით და შემდეგ საჭიროა მათი დაბეგვა, რადგან სითხე გადმოვიდეს. მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი, დაახლოებით 1.5-2 ლიტრი.
ოდნავ განსხვავებული ფერისთვის თუ იყენებთ ხახვსაც, მაშინ გაფცქვენით და ფოჩები დაამატეთ ქვაბში. აუცილებელია წყალმა დაფაროს ხახვის ფურცლები.
წყალში ჩაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი მარილი და დაიწყეთ ადუღება, სასურველია საშუალო ცეცხლზე. მას შემდეგ, რაც ნახარში წითელ შეფერილობას მიიღებს, შეგიძლიათ დაიწყოთ კვერცხის შეღებვა.
მოათავსეთ კვერცხები ქვაბში და ადუღეთ სანამ კვერცხები არ მოიხარშება. რაც უფრო დიდხანს დატოვებთ სააღდგომო კვერცხს წყალში, მით უფრო მუქ ფერს მიიღებს.
წითელი კვერცხი: ხახვის ფურცლები

კვერცხის შეღებვა აღდგომის დღესასწაულისთვის შესაძლებელია მხოლოდ ხახვის ფურცლების გამოყენებითაც, რომელიც ენდროსგან განსხვავებულ შეფერილობას იძლევა.
შეღებვის აქ განხილული მეთოდი გათვლილია 24 კვერცხისთვის. თუ უფრო მეტი გსურთ, უბრალოდ დოზები უნდა შეცვალოთ.
ამისთვის დაგჭირდებათ 10 ჭიქა წყალი, 24 ხახვის ფოჩები, 4 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი, შესაღები კვერცხები და ზეითუნის ზეთი.
ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ხახვის ფურცლები, ძმარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შეამცირეთ სითბო, დაახურეთ და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, მოხადეთ თავსახური და გააციეთ დაახლოებით ნახევარი საათი. ამის შემდეგ ამოიღეთ ხახვის ფოჩები.
კვერცხები მოათავსეთ საღებავში, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დატოვეთ კვერცხები საღებავში, ღრმა წითელი ფერის მისაღებად, 30 წუთი.
ამის შემდეგ ამოიღეთ და გააშრეთ კვერცხები. ბზინვარებისთვის წაუსვით ზეითუნის ზეთი და შეინახეთ მაცივარში.
ფერადი კვერცხი: ბუნებრივი საშუალებები

თუ გსურთ სააღდგომო კვერცხის შეღებვა სხვადასხვა ფერებად, არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომელიც იყენებს ბუნებრივ პროდუქტს.
ამით ძალიან ლამაზ დეტალს შემატებთ სუფრას და შეგიძლიათ გაალამაზოთ ჯეჯილი, პასკა და სხვა.
აქ განხილული მეთოდი იმუშავებს ყველა ფერისთვის, უბრალოდ სხვადასხვა ფერისთვის სხვადასხვა პროდუქტია საჭირო:
- ყვითელი – დაფქული კურკუმა
- მწვანე – იასამნისფერი კომბოსტო და დაფქული კურკუმა
- ცისფერი – იასამნისფერი კომბოსტო
- ლურჯი – მოცვი
რაც შეეხება ინგრედიენტებს, დაგჭირდებათ: 6 მოხარშული კვერცხი, 2 ჭიქა წყალი, თეთრი ძმარი, მცენარეული ზეთი და 2 ჭიქა ფერის შესაბამისი პროდუქტი.
მოათავსეთ 2 ჭიქა წყალი და სასურველი საღებავი პატარა ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო და მაღალ ცეცხლზე. შეამცირეთ სითბო, დააფარეთ და ხარშეთ 15-30 წუთი.
გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე, მთლიანი მასა გადაიტანეთ საწურში და ეცადეთ რაც შეიძლება მეტი სითხე გადაიტანოთ ცალკე თასში. შემდეგ კი დაამატეთ 1 ს/კ თეთრი ძმარი 1 ჭიქა ფერად სითხეზე და აურიეთ.
სასურველ კონტეინერში მოათავსეთ კვერცხები, დაასხით საღებავი ისე, რომ დაფაროს კვერცხები და შედგით მაცივარში, რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.
სასურველი შეფერილობის მიღების შემდეგ, კვერცხები გააშრეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცით. ბოლოს კი, თუ გსურთ მისცეთ ბზინვარება, წაუსვით ზეთი.
შეჯამება
როგორც ხედავთ, სააღდგომო კვერცხის შეღებვა მარტივი, კრეატიული და სასიამოვნო პროცესია, რომლისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხელოვნური საღებავები, ასევე ბუნებრივი ინგრედიენტები.