წყლის დიეტა: ბუნებრივი დეტოქსიკაცია

აპრილი 18, 2025
სარჩევი

წყლის დიეტა ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა და მას თვლიან წონის სწრაფი დაკლების საშუალებად. ასევე, არის მოსაზრება, რომ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

ეს მიდგომა ფოკუსირებულია წყლის დიდი რაოდენობით მოხმარებაზე, რაც ორგანიზმიდან ტოქსინების განდევნას უწყობს ხელს და ასევე, ხელს უწყობს მადის შემცირებას.

ამ სტატიაში განვიხილავთ წყლის დიეტის პოტენციურ დადებით და უარყოფით მხარეებს, გეგმის მაგალითს და ზოგადად, თუ როგორია ამ ტიპის დიეტა.

რა არის წყლის დიეტა

ბიჭი ჭიქით სვამს წყალს

წყლის დიეტა, იგივე წყლის მარხვა არის დიეტის სახეობა, რომლის დროსაც ხდება მხოლოდ წყლის მოხმარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც წესი, ეს პერიოდი გრძელდება 24-დან 72 საათამდე.

კონცეფცია მარტივია: თქვენ სვამთ დიდი რაოდენობით წყალს მთელი დღის განმავლობაში, ხოლო თავს იკავებთ ყველანაირი საკვებისა და სხვა სასმლისგან. ზოგი ვარიაცია იძლევა გარკვეული სითხეების შეზღუდული მოხმარების საშუალებას, როგორიცაა მცენარეული ჩაი.

ეს მიდგომა ქმნის მნიშვნელოვან კალორიულ დეფიციტს, რადგან თქვენ არ მოიხმართ საკვებს, რაც ბუნებრივად იწვევს წონის დაკლებას. გაზრდილი წყლის მიღება ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

დამატებით, როდესაც ცივ წყალს სვამთ, სხეული წვავს დამატებით კალორიებს, რათა წყლის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურამდე აიწიოს, რაც პოტენციურად ზრდის მეტაბოლიზმს.

რა თქმა უნდა, ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს ძალიან ცოტა ხანი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი დაცვა პროფესიონალის კონსულტაციის გარეშე.

კალორიების რაოდენობა

გაიგე, თუ რამდენი კალორიის მიღება არის საჭირო ყოველდღიურად.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

სხვა დიეტების მსგავსად, წყლის დიეტასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ რისკებს, რომლის გამოწვევაც კვების ამ რეჟიმს შეუძლია.

წყლის მარხვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ავტოფაგიას – პროცესი, რომლის დროსაც ხდება ძველ ან დაზიანებული უჯრედული კომპონენტების გადამუშავება.

ეს ბუნებრივი “წმენდის” პროცესი დაკავშირებულია ანთების შემცირებასთან, უჯრედების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან და გარკვეული ქრონიკული დაავადებების პოტენციურად შემცირებულ რისკთან.

ამ დიეტას მიმართავენ წონაში დასაკლებადაც, რაც ბუნებრივია კალორიების შეზღუდვის გამო. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიეტის შეწყვეტის შემდეგ ისევ იწყება წონაში მომატება.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, წყლის დიეტის დროს ძალიან ხშირია ორთოსტაზური ჰიპოტენზია – არტერიული წნევის უეცარი ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სისუსტე.

რადგან წყლის 20-30% ვიღებთ საკვებიდან, თუ საკმარისი წყალი არ დალიეთ ამ დიეტის დროს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია.

სარგებელი

  • წონის დროებითი კლება
  • უჯრედების გაწმენდა
  • დეტოქსიკაცია
  • არტერიული წნევის შემცირება

რისკები

  • ორთოსტაზური ჰიპოტენზია
  • კუნთის მასის დაკარგვა
  • თავის ტკივილი და გულისრევა
  • დეჰიდრატაცია

აღსანიშნავია, რომ ამ დიეტისგან თავი უნდა შეიკავონ ორსულმა ქალებმა, მეძუძურმა დედებმა, ტიპი I დიაბეტის და კვებითი დარღვევების მქონე პირებმა. ასევე, არ არის რეკომენდებული ბავშვებში, მოზარდებში და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

წყლის დიეტის ვარიანტები

წყლით სავსე სამი ჭიქა

არსებობს წყლის დიეტის რამდენიმე ვერსია, რომელიც ითვალისწინებს საკვების და სხვა ტიპის სითხეების მიღებას. ყველაზე გავრცელებული ვარიაციაა წყლის მოდიფიცირებული დიეტა, რომელიც უფრო დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.

კიდევ ერთი პოპულარული ვარიაციაა სტრუქტურირებული წყლის დიეტა, რომელიც მიჰყვება კვების კონკრეტულ გეგმას და წყლის სმა ხდება ჭამამდე და სხვადასხვა კვებას შორის. ამ დროს ხდება დღეში 2-3 ლიტრი წყლის დალევა.

ასევე არსებობს არომატიზებული წყლის დიეტა, რომლის დროსაც წყლის გარდა ხდება წყლის დიდი ოდენობით შემცველი საკვების მიღება – კიტრი, საზამთრო და სხვ. გასათვალისწინებელია, რომ ცალკე არსებობს კიტრის დიეტა.

ქვემოთ მოცემულია მოდიფიცირებული წყლის დიეტის შვიდდღიანი გეგმის მაგალითის ცხრილი.

დღესაუზმესადილივახშამი
I დღე2 ჭიქა ფორთოხლის წვენი3 ჭიქა წყალიბოსტნეულის წვნიანი და 2 ჭიქა წყალი
II დღე1 მოხარშული კვერცხი და 2 ჭიქა წყალიშერეული სალათა და 2 ჭიქა წყალი1 ჭიქა მარწყვის წვენი და მოხარშული სტაფილო
III დღე6 მარწყვი და 2 ჭიქა წყალიბოსტნეული სალათა და 2 ჭიქა წყალი1 ჭიქა ტომატის წვენი და მოხარშული ბროკოლი
IV დღე1 ვაშლი და 2 ჭიქა წყალი1 ჭიქა რძე და 2 ჭიქა წყალი1 ვაშლი, მოხარშული გოგრა, 2 ჭიქა წყალი
V დღემოხარშული ნიახური და 2 ჭიქა წყალიმოხარშული პრასი და 2 ჭიქა წყალიერთი ბანანი, მოხარშული ისპანახი, წყალი
VI დღემოხარშული ქათამი და 2 ჭიქა წყალიმოხარშული ყავისფერი ბრინჯი და 2 ჭიქა წყალილიმონიანი წყალი და სალათა
VII დღე1 ჭიქა ფორთოხლის წვენიმოხარშული ყავისფერი ბრინჯი, სალათა, 2 ჭიქა წყალიმცენარეული ჩაი, სალათა და წყალი

შეჯამება

ასე, რომ წყლის დიეტა შეიძლება დაგეხმაროთ წონის დროებით კლებაში და აქვს დეტოქსაციის უნარი. თუმცა, ის დაკავშირებულია რამდენიმე სერიოზულ რისკთან და მისი დაცვა დიეტოლოგთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

სხვა დიეტები

დაფქული დარიჩინი

დარიჩინის დიეტა: გახდომის ბუნებრივი გზა

წონის მართვის ერთ-ერთი საშუალება არის დარიჩინი და მისი დიეტა, სანელებელი, რომელსაც აქვს შესანიშნავი არომატი და სამკურნალო

მუცლის გასახდომი დიეტა

მუცლის გასახდომი დიეტა: კვების და ვარჯიშის სინთეზი

მუცლის ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლება საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელია საერთო ჯანმრთელობისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ცხიმის შემცირებამ

სხვადასხვა საკვები

ცილოვანი დიეტა: ენერგიით სავსე სხეული

ცილოვანი დიეტა კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება და კუნთოვანი მასის მომატება და გაძლიერება სურს. ცილა,

ხმელთაშუა ზღვის პროდუქტი

ხმელთაშუა ზღვის დიეტა: მრავალფეროვანი და ჯანსაღი

ჯანსაღი საკვებით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ძალიან სასარგებლო და გვთავაზობს საკვების და პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს.