კიტრის დიეტა არის ერთ-ერთი ყველაზე მოკლევადიანი დიეტა და მისი მთავარი იდეა და მიზანი არის წონაში სწრაფი კლება.
ამ დიეტის მრავალი ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე პოპულარულია 7 კილოგრამის დაკლება 7 დღეში.
ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რამდენად ეფექტურია კიტრის დიეტა და რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
რა არის კიტრის დიეტა
კიტრის დიეტა არის წონის დაკლების მოკლევადიანი და პოპულარული ვარიანტი, რომელიც 1-2 კვირა გრძელდება და ამ პერიოდში თქვენ უნდა დაიკლოთ 7 კილოგრამი.
ამ დიეტის დროს მიირთმევთ კიტრს ცილებით მდიდარ საკვებთან ერთად – კვერცხი, ქათამი, თევზი და თხილი. სხვა ბოსტნეულის და ხილის მიღება კი საგრძნობლად უნდა შემცირდეს.
ვინაიდან დიეტა საკმაოდ შემზღუდველია, მისი დაცვა 14 დღეზე მეტი პერიოდით არ არის რეკომენდებული. დამატებით, კვლევები არ ადასტურებს მის ეფექტურობას.
უარყოფითი მხარეები
მკაცრად განსაზღვრული წესები კიტრის დიეტისთვის არ არსებობს. იდეა არის ის, რომ ყოველ ჭამაზე უნდა მიირთვათ კიტრი.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კალორიების შემცველობა კიტრში ძალიან დაბალია, ამ დიეტას რამდენიმე უარყოფითი მხარე გააჩნია.
- შემზღუდველი: კიტრის დიეტა ზღუდავს საკვების უმეტეს ჯგუფს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უწესრიგო კვება. კვლევების მიხედვით, უკონტროლო კვებამ შეიძლება წონაში მომატებასაც შეუწყოს ხელი.
- ცხიმის და ცილების ნაკლებობა: კიტრი დაბალკალორიულია და 100 გრამში დაახლოებით 0.67 გრამი ცილა და 0.1 გრამი ცხიმია. ეს კი ძალიან დაბალი რაოდენობაა და ცილა ცხიმი აუცილებელია ორგანიზმისთვის – ჰორმონებისთვის, კანისთვის, კუნთისთვის და ა.შ. ამიტომ, ამ დროს საჭიროა ცილების და ცხიმების მიღება კვერცხის, ქათმის ხორცის და თევზის საშუალებით.
- არამდგრადი: ეს დიეტა გათვლილია მაქსიმუმ 14 დღეზე, რადგან ის ძალიან დაბალკალორიულია. კალორიების ექსტრემალურმა შეზღუდვამ შეიძლება შეანელოს მეტაბოლიზმი, რაც იწვევს წონის აღდგენას კალორიების მუდმივი შეზღუდვის შემთხვევაშიც კი.
კალორიების დღიური ნორმა
გამოთვალე, თუ რამდენი კალორია უნდა მიიღო ყოველდღე.
რისი ჭამა შეიძლება კიტრის დიეტის დროს
კიტრის ამ დიეტის მიხედვით თქვენ მიირთმევთ კიტრს ყოველ ჭამაზე, თუმცა აუცილებელია მასთან ერთად სხვა ტიპის საკვების მიღება, კალორიების დასაბალანსებლად.
თუმცა, არის გარკვეული ტიპის საკვები, რომელსაც სასურველი შედეგის მისაღებად ან თავი უნდა აარიდოთ, ან კიტრით ჩაანაცვლოთ.
რისი ჭამა შეიძლება:
- პომიდორი
- ისპანახი
- ქათმის ხორცი
- თევზი
- კარრტოფილი
- ზეითუნის ზეთი
რისი ჭამა არ შეიძლება:
- დესერტები
- ტკბილეული
- გაზიანი სასმელი
- უმეტესი ხილი
ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ კიტრის დიეტის სამდღიანი მენიუს მაგალითი.
დღე | საუზმე | სადილი | ვახშამი |
---|---|---|---|
I დღე | 2 კვერცხი, კიტრი, მწვანილები | კიტრის სალათა ლიმონის წვენით, იოგურტი | ქათმის ხორცი, კიტრი, ყავისფერი ბრინჯი |
II დღე | კიტრის, ისპანახის და მწვანე ვაშლის სმუზი | კიტრი, ფორთოხალი, ცოტა ყველი | ცოტაოდენი ყველი და კიტრი |
III დღე | კიტრი, ყველიანი ტოსტი | კიტრის და პომიდვრის სალათა ზეითუნის ზეთით | კიტრი, შემწვალი კარტოფილი |
კიტრის დიეტა და წონაში კლება
როგორც უკვე აღინიშნა, კიტრის დიეტა ძალიან დაბალკალორიულია, ამიტომ შესაძლებელია მოკლე ვადაში წონაში კლება. თუმცა, მისი მდგრადობა საკამათოა.
ასეთი შემზღუდავი დიეტის ხანგრძლივი დაცვა რთულია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მარტივი დიეტები უკეთეს შედეგს იძლევიან. ან შეგიძლიათ სცადოთ შედარებით გამოცდილი დიეტა, მაგალითად კეტო.
კიტრის დიეტის დროს თქვენ არ იღებთ საკმარის საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა ცილები, ცხიმები და ბოჭკო. დამატებული პროტეინის შემთხვევაშიც კი, სავარაუდოდ მაინც ვერ მიიღებთ საჭირო რაოდენობის ნივთიერებებს.
ამ დიეტის საშუალებით შეიძლება წონაში დაკლება, თუმცა დიდი ალბათობით, შედეგი იქნება ხანმოკლე და დიეტის შემდეგ მალე აღიდგენთ პირვანდელ წონას.
შეჯამება
მიუხედავად, იმისა რომ კიტრის დიეტა არის მოკლე და მარტივი გზა წონაში დასაკლებად, ამ დროს არ ხდება საკმარისი საკვები ნივთიერებების მიღება და დაკლებული წონის შენარჩუნება.