კენკრა: ბუნების პატარა საოცრება

იანვარი 10, 2025
ჯოლო და მოცვი თასში
სარჩევი

კენკრა არის ხილის სახეობის ჯგუფი, რომელიც ცნობილია თავისი ცოცხალი ფერებით, ტკბილი არომატით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით.

ამ ტიპის ხილი მდიდარია ბოჭკოებით, C ვიტამინით და ანტიოქსიდანტური პოლიფენოლებით. კენკრა არა მხოლოდ გემრიელია, არამედ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მრავალი ქრონიკული დაავადების სიმპტომების პრევენციასა და შემცირებაში.

კენკრა შეიძლება მიირთვათ ცოცხლად, მურაბის სახით, გამოაცხოთ კენკრის ნამცხვარი და ა. შ. ერთ-ერთი საუკეთესოა ჟოლოსგან მომზადებული მუსი. კენკრა გთავაზობთ გემოების მრავალფეროვნებას.

კენკრის ტიპები

სხვადასხვა კენკრა

ბოტანიკურად, კენკრის კატეგორიას მიეკუთვნება ციტრუსი. იმისათვის, რომ ხილი ჩაითვალოს ნამდვილ კენკრად, ის უნდა იყოს ერთი ყვავილიდან წარმოქმნილი ნაყოფი რამდენიმე თესლით. ეს კი ბანანს და პომიდორს ბოტანიკურად კენკრად აქცევს.

თუმცა, ამ სტატიაში ვისაუბრებთ ჩვეულებრივი ტიპის კენკრაზე, როგორიცაა – მარწყვი, შტოში, მოცვი და სხვა.

მარწყვი

მარწყვი ძალიან პოპულარული კენკრაა. USDA-ს ცნობით, ყოველწლიურად მოვიხმართ თითქმის 2.3 კგ ახალ და გაყინულ მარწყვს. ასევე, მარწყვის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დესერტში, როგორიცაა მარწყვისგან დამზადებული ტორტი.

მარწყვი არის C ვიტამინის, მანგანუმის, ფოლიუმის მჟავის და კალიუმის კარგი წყარო. ითვლება, რომ მისი ანტიოქსიდანტები, განსაკუთრებით ელაგის მჟავა, ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ოქსიდაციური სტრესისა და ანთების შემცირებით.

შტოში

შტოში ცნობილია თავისი მკვეთრი გემოთი და სასარგებლო თვისებებით. ასევე, ძალიან გემრიელია შტოშის სოუსი. უნიკალური ნაერთების წყალობით, ამ ხილს აქვს უნარი საშარდე გზების ინფექციების (UTIs) პრევენციის.

ამის გარდა, შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ გულის ჯანმრთელობას და შეამცირონ H. pylori ბაქტერიით გამოწვეული კუჭის ინფექციების რისკი. მათი სარგებლობის მაქსიმალურად გასაზრდელად, აირჩიეთ ახალი ან უშაქრო 100% შტოშის წვენი.

ჟოლო

ჟოლოს აქვს რბილი ტექსტურა და ტკბილ-მჟავე გემო. არსებობს ჟოლოს სხვადასხვა ჯიში და განსხვავდება ფერებით – წითელი, შავი, ყვითელი. იზრდება ბუჩქებზე და ხშირად გამოიყენება კულინარიაში.

კვების თვალსაზრისით, ჟოლო შეიცავს ბოჭკოს, C ვიტამინს და მანგანუმს. ანტიოქსიდანტური პოლიფენოლები, რომლებიც ცნობილია როგორც ელაგიტანინები, დაკავშირებულია ოქსიდაციური სტრესის შემცირებასთან და იმუნიტეტის გაუმჯობესებასთან.

მოცვი

მოცვს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სუპერ საკვებს. ეს პაწაწინა, მუქი ლურჯი კენკრა სავსეა ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ანთოციანინებით, რაც აძლევს მკვეთრ ფერს. შესანიშნავია როგორც ხილი, იოგურტის სახით და ნამცხვრებში გამოსაყენებლად.

კვების თვალსაზრისით, მოცვი მდიდარია C ვიტამინით, K ვიტამინით და მანგანუმით. მათი მაღალი ანტიოქსიდანტების შემცველობა დაკავშირებულია ტვინის ჯანმრთელობასთან და გულის დაავადებების რისკის შემცირებასთან. მოცვის რეგულარულმა მოხმარებამ ასევე, შეიძლება გააუმჯობესოს მეხსიერება და კოგნიტიური ფუნქცია.

კენკრის სასარგებლო თვისებები

კენკრის ტიპები

ზოგადად კენკრა, ძალიან სასარგებლოა და მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც შეუძლიათ თავიდან აგვაცილონ უჯრედების დაზიანება და შეამცირონ გარკვეული დაავადებების რისკი.

თვალის ჯანმრთელობა

ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია (AMD) სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზია 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ შეამცირონ AMD-ის განვითარების რისკი.

კენკრაში შემავალი ანტიოქსიდანტები ასევე დაგეხმარებათ კატარაქტის თავიდან აცილებაში და მკურნალობაში, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ცილები გროვდება თვალის ლინზაში.

წონის მართვა

ხსნადი ბოჭკოვანი გეხმარებათ საჭმლის მონელების შენელებაში და უფრო დიდხანს გასტანს დანაყრება, რამაც შესაძლოა წონის დაკლება გააადვილოს.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოჭკოების მოხმარების გაორმაგებამ შეიძლება შეამციროს თქვენი ორგანიზმის მიერ კალორიების შეწოვა. შესაბამისად, თქვენი BMI იქნება უკეთესი.

ებრძვის ანთებას

კვლევებმა აჩვენა, რომ ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა, მათ შორის გულის დაავადება, კიბო, დიაბეტი და სიმსუქნე.

კენკრა სავსეა პოლიფენოლებითა და ანტიოქსიდანტებით, ნუტრიენტებით, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს ანთების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, რადგან ჟოლოს აქვს სასარგებლო თვისებები, მშვენიერი საშუალებაა ანთების საწინააღმდეგოდ.

დამატებით, კენკრა სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის, სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის და კვლევების მიხედვით, შესაძლოა შეამციროს ზოგიერთი სახის კიბოს განვითარების შანსი.

შეჯამება

კენკრა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გემრიელი ხილი – ის სავსეა ვიტამინებით, ბოჭკოებითა, ანტიოქსიდანტებით და გააჩნია სასარგებლო თვისებები. მისი ჩართვა კვების რაციონში მარტივი და შესაძლოა მიიღოთ სხვადასხვა სახით.

მსგავსი სტატიები

მოხარშული ბრინჯი

როგორ მოვხარშოთ ბრინჯი

ერთი შეხედვით, ბრინჯის მოხარშვა საკმაოდ მარტივი საქმეა. თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა, რომლის დახმარებითაც მიიღებთ უკეთეს შედეგს,

წითელი და შავი ჟოლო

ჟოლოს ჯიშები და სახეობები

ჟოლო არის უგემრიელესი საზაფხულო ხილი და არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა და ჯიში. მისი გამოყენება ხშირად ხდება

წითელი ჟოლოები

ჟოლოს სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ ჟოლო ძალიან გემრიელი ხილია, მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია და სხვადასხვა სარგებლის მოტანა

ბანანები

ბანანის სასარგებლო თვისებები

ბანანი არის ხილი, რომელიც მდიდარია ნუტრიენტებით და გააჩნია სხვადასხვა ტიპის დადებითი თვისება. ის შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს