ბოსტნეულის კატლეტის რეცეპტი
უმარტივესად მოსამზადებელი ბოსტნეულის კატლეტის რეცეპტი. ეს ვეგეტარიანული კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე ან გარნირთან ერთად.
მომზადების წესი
კარტოფილი და სტაფილო დაჭერით კუბიკებად, მწვანე ლობიო დატეხეთ ან დაჭერით და ბარდასთან ერთად მოათავსეთ ქვაბში. დაამატეთ წყალი, რომ ინგრედიენტები დაიფაროს.
დადგით ქვაბი მაღალ ცეცხლე, ადუღების შემდეგ დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადაწურეთ, გადაიტანეთ თასში და დაჭყლიტეთ.
მიღებულ პიურეს დაუმატეთ კვერცხი, პურის ნამსხვრევების 3/4, გარამ მასალა, კაიენის წიწაკა, მარილი და კარგად აურიეთ. გააკეთეთ ბოსტნეულის კატლეტები და ამოავლეთ დარჩენილ პურის ნამსხვრევებში.
ტაფაზე დაასხით ზეთი და საშუალო ცეცხლზე შეწვით ბოსტნეულის კატლეტები, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად გამოიყენეთ სამზარეულოს ხელსახოცი და შემდეგ მიირთვით.
- 2 დიდი კარტოფილი
- 1 სტაფილო გახეხილი
- ½ ჭიქა ახალი მწვანე ლობიო
- ¼ ჭიქა მწვანე ბარდა
- 1 კვერცხი
- 1 ½ ჭიქა პურის ნამსხვრევები
- ½ ჩ/კ გარამ მასალა
- ¼ ჩ/კ კაიენის წიწაკა
- ¼ ჭიქა მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით