ჩიას პუდინგის რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი ჩიას პუდინგის რეცეპტი, რომელიც არის საკმაოდ ჯანსაღი, გემრიელი დესერტი და შეგიძლიათ მორთოთ სასურველი ხილით.

დესერტები
ჩიას პუდინგი

მომზადების წესი

1

ნუშის რძე, იოგურტი, 2 ს/კ სიროფი, ვანილი და მარილი მოათავსეთ ერთ თასში და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ჩიას თესლი, მოურიეთ და გააჩერეთ ჩიას 30 წუთის განმავლობაში.

2

ამის შემდეგ, მოურიეთ ნაზავს, მოათავსეთ დალუქულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში 8 საათით, ან მთელი ღამით.

3

მარწყვი დაჭერით, მოათავსეთ ცალკე თასში, დაამატეთ 2 ს/კ სიროფი და მოურიეთ. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ან მთლიანი ნუში და კიდევ ერთხელ მოურიეთ.

4

ოთხ ჭიქაში გაანაწილეთ ჩიას პუდინგი, ზემოდან მორთეთ მარწყვის ტოპინგით და მიირთვით.

დრო8 სთ 45 წთ
პორცია4
კალორია240
ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა ნუშის რძე ვანილით
  • 1 ჭიქა ვანილის უცხიმო იოგურტი
  • 4 ს/კ ნეკერჩხლის სიროფი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • ⅛ ჩ/კ მარილი
  • ¼ ჭიქა ჩიას თესლი
  • 400 გრ მარწყვი
  • ¼ ჭიქა მოხალული ნუში