ფალაფელის რეცეპტი
ავთენტური და ფაფუკი ფალაფელის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში მუხუდოს, მწვანილის და სანელებლების მარტივი კომბინაციით.
მომზადების წესი
საუკეთესო შედეგისთვის, მუხუდო დაატენიანეთ წყალში, 8-12 საათის განმავლობაში. არ გამოიყენოთ დაკონსერვებული მუხუდო.
საკვების პროცესორში მოათავსეთ მუხუდო, ხახვი, ოხრახუში, ქინძი, ნიორი, წიწაკა და სანელებლები. ჩართეთ აპარატი და სასურველია ბოლომდე არ დააბლენდეროთ. მასა უნდა იყოს მსხვილი ქვიშის მსგავსი.
ნაზავი გადაიტანეთ თასში და დაუმატეთ ფქვილი და სოდა. აურიეთ, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში 30 წუთიდან ერთ საათამდე.
გააკეთეთ ფალაფელის პატარა ბურთები. ტაფაში ჩაასხით დაახლოებით 80-10 მლ ზეთი, დადგით საშუალო ცეცხლზე და ჩაყარეთ ბურთულები. მომზადებისთვის საკმარისია 2-3 წუთი.
როდესაც მიიღებს ყავისფერ შეფერილობას, ამოიღეთ და მოათავსეთ სამზარეულოს ხელსახოცზე, რომ ცხიმი გამოჟონოს.
ფალაფელი მიირთვით ბოსტნეულთან, სალათებთან ან სასურველ სოუსთან ერთად.
- 200 გრ მუხუდო
- 80 გრ ხახვი
- 60 გრ ოხრახუში
- 15 გრ ქინძი
- 1 ჰალაპენიო
- 3 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ ძირა
- 1 ჩ/კ მარილი
- 1/2 ჩ/კ კარდამონი
- 1/4 ჩ/კ შავი პილპილი
- 2 ს/კ ფქვილი
- 1/2 ჩ/კ სოდა