გოგრის სუპის რეცეპტი
გოგრის სუპის უმარტივესი რეცეპტი, რომლის მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ეს არის სქელი, კრემისებრი და უგემრიელესი გოგრის წვნიანი.
მომზადების წესი
დაჭერით გოგრა 3 სმ სისქის ნაჭრებად, მოაცალეთ კანი და თესლი. შემდეგ კი თითო ნაჭერი დაჭერით 4 სმ სისქის კუბიკებად.
ქვაბში მოათავსეთ გოგრა, ხახვი, ნიორი, ბულიონი და წყალი ისე, რომ გოგრა მთლიანად არ დაიფაროს. ქვაბს არ დაახუროთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ, დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ დუღილი სანამ გოგრა რბილი არ გახდება რბილი, დაახლოებით 10 წუთი.
ამის შემდეგ, დაელოდეთ მასის ოდნავ გაციებას და ათქვიფეთ ხელის ბლენდერის გამოყენებით სანამ არ მიიღებთ თხელ მასას. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაამატეთ ნაღები და მოურიეთ.
მიღებული წვნიანი ჩაასხით თასებში, მოასხით ცოტაოდენი ნაღები და სურვილისამებრ მოაყარეთ წიწაკა და ოხრახუში. გოგრის სუპი უმჯობესია მიირთვათ ქერქიან პურთან ერთად.
- 1.2 კგ გოგრა
- 1 დაჭრილი ხახვი
- 2 კბილი გახეხილი ნიორი
- 750 მლ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი
- 250 მლ წყალი
- მარილი და პილპილი
- 125-180 მლ კრემი ან ნაღები