კეტჩუპის რეცეპტი

სახლში მომზადებული კეტჩუპის რეცეპტი, რომელიც არის ძალიან მარტივი, აქვს შესანიშნავი არომატი და უხდება მრავალ კერძს.

სოუსები
კეტჩუპი

მომზადების წესი

1

პატარა ზომის ქვაბში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას.

2

ადუღების შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. ხშირად აურიეთ.

3

ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და გააგრილეთ.

4

გაციების შემდეგ კეტჩუპი მოათავსეთ დალუქულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

დრო25 წთ
პორცია20
კალორია20
ინგრედიენტები
  • 170 გრ ტომატის პასტა
  • 1/4 ჭიქა თაფლი
  • 1/2 ჭიქა თეთრი ძმარი
  • 1/4 ჭიქა წყალი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 3/4 ჩ/კ მარილი
  • 1/4 ჩ/კ ხახვის ფხვნილი
  • 1/8 ჩ/კ ნივრის ფხვნილი