კომბოსტოს სალათის რეცეპტი

კომბოსტოს სალათის რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი და ხრაშუნა აზიური სალათა. ეს არის ცოცხალი ინგრედიენტების შემცველი უმარტივესი სალათა.

სალათები
ჯამში მოთავსებული კომბოსტოს სალათა

მომზადების წესი

1

პირველ რიგში, წვრილად დაჭერით კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ქინძი და გახეხილ სტაფილოსთან ერთად მოათავსეთ თასში. დაამატეთ ედამამეს მარცვლები და მოურიეთ.

2

გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე, ნუში გაანაწილეთ ერთ ფენად უცხიმო საცხობ ფირფიტაზე და მოხალეთ 4-6 წუთის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა, გადაატრიალეთ, რომ ყველა მხარე მოიხალოს. ამის შემდეგ, დაამატეთ თასში მოთავსებულ ინგრედიენტებს.

3

საშუალო ზომის თასში აურიეთ ბრინჯის ძმარი, თაფლი, სოიას სოუსი, არაქისის კარაქი და ჯანჯაფილი. მიღებული მასა მოასხით სალათას და აურიეთ, რადგან კარგად გადანაწილდეს.

4

უმჯობესია, თუ 30 წუთით გააჩერებთ, რადგან გემოები კარგად გაუჯდეს სალათას და შემდეგ მიირთვით.

დრო25წთ
პორცია8
კალორია123
ინგრედიენტები
  • ½ ჭიქა ნუში
  • ½ მწვანე კომბოსტო
  • ½ წითელი კომბოსტო
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 ჭიქა სტაფილო
  • 1 ჭიქა ედამამე
  • ½ ჭიქა ქინძი
  • ¼ ჭიქა ბრინჯის ძმარი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ სოიას სოუსი
  • 1 ს/კ არაქისის კარაქი
  • 1 ს/კ დაფქული ჯანჯაფილი