მარინარას რეცეპტი
იტალიური მარინარას რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მარტივად მოამზადებთ ამ უგემრიელეს სოუსს, რომელიც ძალიან უხდება მაკარონს.
მომზადების წესი
1
ბლენდერში მოათავსეთ პომიდორი, ტომატის პასტა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, ორეგანო, მარილი და პილპილი. მოურიეთ სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას.
2
გააცხელეთ ზეთი დიდ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ, ოდნავ შერბილებამდე, დაახლოებით 2 წუთი.
3
მიღებულ მასას დაამატეთ დაბლენდერებული პომიდვრის სოუსი და თეთრი ღვინო.
4
ადუღეთ დაახლოებით 30 წუთი და დროდადრო ურიეთ. მარინარას სოუსი მზად იქნება, როდესაც მიიღებთ სქელ კონსისტენციას.
დრო45 წთ
პორცია8
კალორია150
ინგრედიენტები
- 2 ქილა ჩაშუშული პომიდორი
- 1 ქილა ტომატის პასტა
- 4 ს/კ ოხრახუში
- 1 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ ხმელი ორეგანო
- 1 ჩ/კ მარილი
- ¼ ჩ/კ შავი პილპილი
- 6 ს/კ ზეითუნის ზეთი
- ⅓ ჭიქა ხახვი
- ½ ჭიქა თეთრი ღვინო