ოსპის სუპის რეცეპტი
ოსპის სუპის რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მარტივად მოამზადებთ ამ უგემრიელეს წვნიანს. ეს არის სასარგებლო და ჯანსაღი საკვები ოჯახის ყველა წევრისათვის.
მომზადების წესი
გააცხელეთ ზეთი დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნიორი, ხახვი და ხარშეთ 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ნიახური, სტაფილო და მოხარშეთ 7-10 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ დარბილდება.
დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ლიმონის წვენის და მარილის გარდა და გააგრძელეთ მორევა.
მოუმატეთ ცეცხლს და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოაცილეთ ზედაპირზე არსებული ქაფი, დააფარეთ თავსახური, შეამცირეთ ცეცხლი და ადუღეთ 35-40 წუთის განმავლობაში, ოსპის დარბილებამდე. ამოიღეთ დაფნის ფოთლები.
თუ გათხელება გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
თეფშზე გადაღების შემდეგ მოასხით ცოტა ლიმონის წვენი და შეგიძლიათ მოაყაროთ ოხრახუში. სასურველია მიირთვათ თბილ, კარაქიან პურთან ერთად.
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ხახვი, დაჭრილი
- 2 კბილი ნიორი, დაჭრილი
- 1 სტაფილო, დაჭრილი
- 2 ნიახურის ღერო
- 400 გრ გამხმარი ოსპი
- 400 გრ დაჭყლეტილი პომიდორი
- 1.5 ლ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი
- 1/2 ჩ/კ ქინძის ფხვნილი
- 1/2 ჩ/კ ძირას ფხვნილი
- 1.5 ჩ/კ პაპრიკას ფხვნილი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 1 ლიმონი, გაწურული
- 1/4 ჩ/კ მარილი და პილპილი