პასკის რეცეპტი

ტრადიციული სააღდგომო პასკის რეცეპტი, უგემრიელესი და არომატული დესერტი, რომელიც განსაკუთრებული დღესასწაულისთვის მზადდება.

დესერტები
პასკა

მომზადების წესი

1

დაახლოებით 2 ჩ/კ შაქარი ჩაყარეთ თბილ რძეში, დაამატეთ ცოტა ფქვილი და საფუარი. მოურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი რომ მიიღოთ თხევადი ცომის მასა. დააფარეთ და გადადგით განზე.

2

ერთმანეთში ათქვიფეთ კარაქი, შაქარი, მარილი, კვერცხები, არაჟანი და ყველა სანელებელი. ცომის ამოსვლის შემდეგ დაამატეთ ეს ნარევი და იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ დარბილებული ცომი.

3

შემდეგ ცომი მოათავსეთ თბილ ადგილზე და დაელოდეთ აფუებას. ამის შემდეგ კი ზეთიანი ხელებით მოზილეთ და გადადგით კიდევ ერთხელ ასაფუებლად.

4

მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში და გადაიტანეთ სპეციალურ, პასკის ფორმებში, რომელსაც შიგნიდან ექნება პერგამენტი. ცომმა ფორმის ნახევარზე ოდნავ მეტი უნდა დაფაროს.

5

ცომს უკვე დააცადეთ ფორმაშივე ამოვიდეს და შემდეგ პასკა შედგით ღუმელში გამოსაცხობად, საშუალო ტემპერატურაზე.

დრო4 სთ 30 წთ
პორცია5
კალორია600
ინგრედიენტები
  • 2 კგ ფქვილი
  • 500 მლ რძე
  • 480 გრ კარაქი
  • 500 გრ შაქარი
  • 240 გრ ქიშმიში
  • 8 ცალი კვერცხი
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ საფუარი
  • 1 ს/კ დაფქული მუსკატი
  • 1 ს/კ დაფქული კარდამონი
  • 1/4 ს/კ დაფქული ჯანჯაფილი