შქმერულის რეცეპტი

უნიკალური რაჭული შქმერულის რეცეპტი, რომელიც აერთიანებს ქათმის ხორცის და სხვადასხვა სუნელების არომატებს და აქვს ქართული გემო.

კერძები
შქმერული

მომზადების წესი

1

ქათამი დაჭერით პატარა ან საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და შეწვით კარაქში. დასრულების შემდეგ დროებით გადადეთ.

2

ტაფაში არსებულ ცხიმს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ცოტა წყალი, უცხო და ქინძის სუნელი და წამოადუღეთ.

3

ამის შემდეგ შიგნით მოათავსეთ ქათმის ნაჭრები, დაასხით რძე სანამ ნაჭრები არ დაიფარება, დააფარეთ თავსახური და წამოადუღეთ.

4

შქმერული მზად არის და ძალიან გემრიელია ლავაშთან ან შოთის პურთან ერთად.

დრო50 წთ
პორცია5
კალორია300
ინგრედიენტები
  • 1 ქათამი
  • 1 ჩ/კ ქინძის სუნელი
  • 1 ჩ/კ უცხო სუნელი
  • 3 კბილი ნიორი
  • კარაქი
  • რძე
  • მარილი