სოკოს ჩაშუშულის რეცეპტი

უგემრიელესი სოკოს ჩაშუშულის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ ქამა ან სხვა ტიპის სოკოთი და არის ძალიან არომატული კერძი.

კერძები
სოკოს ჩაშუშული თეფშზე

მომზადების წესი

1

სოკო მოაცალეთ ფეხები, კარგად გარეცხეთ, დააცადეთ გაშრობა და შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად.

2

შემდეგ დაჭერით ხახვი წვრილ ან მოგრძო ნაჭრებად, მწვანილი გარეცხეთ და დაჭერით წვრილად, ხოლო ნიორი, დაჭყლიტეთ.

3

წინასწარ გახურებულ, ზეთიან ტაფაზე ცალკე შეწვით ხახვი და შემდეგ სოკო. ხახვი მოშუშეთ დაახლოებით 5 წუთი, ხოლო სოკო 20-30 წუთის განმავლობაში.

4

ბოლოს, სოკოს დაუმატეთ შემწვარი ხახვი, მწვანილები, ნიორი და მარილი და პილპილი გემოვნებით. სოკოს ჩაშუშული ძალიან გემრიელია ცხელ შოთის პურთან.

დრო50 წთ
პორცია6
კალორია160
ინგრედიენტები
  • 1 კგ სოკო
  • 4 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • ქინძი და კამა
  • მარილი და შავი პილპილი
  • ზეთი