სოკოს კრემ სუპის რეცეპტი

ეს არის სოკოს კრემ სუპის რეცეპტი, რისი საშუალებითაც შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი წვნიანი ნაზი ტექსტურით. თქვენ დაგჭირდებათ სოკო, კრემი და რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი.

წვნიანი
სოკოს კრემ სუპი

მომზადების წესი

1

დიდ ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ხახვი და ნიორი და მოთუშეთ დარბილებამდე, მაგრამ არ უნდა დაიბრაწოს. დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში.

2

დაუმატეთ სოკო და ადუღეთ მაღალ ცეცხლზე კიდევ 3 წუთი, სანამ არ დარბილდება. მოაყარეთ ფქვილი და აურიეთ, რომ ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს.

3

შემდეგ, ჩაასხით ქათმის ბულიონი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ადუღეთ კიდევ 10 წუთი.

4

ამის შემდეგ, მოაცილეთ დაფნის ფოთოლი, სოკოს მიქსი გადმოდგით ცეცხლიდან და ხელის ბლენდერით მოურიეთ, სანამ არ გახდება გლუვი.

5

ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ კრემი და ნაზად მოურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში. მირთმევამდე შეგიძლიათ მოაყაროთ ოხრახუში.სურვილისამებრ მოაყარეთ ოხრახუში და მიირთვით.

დრო40წთ
პორცია4
კალორია309
ინგრედიენტები
  • 90 გრ კარაქი
  • 2 დაჭრილი ხახვი
  • 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
  • 500 გრ სოკო, წვრილად დაჭრილი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 1 ლ ქათმის ცხელი ბულიონი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 4 ს/კ კრემი
  • დაჭრილი ოხრახუში (სურვილისამებრ)