ვაშლი ძალიან სასარგებლო ხილია და მას მრავალი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ადამიანს, რაც სხვადასხვა კვლევებითაც დგინდება.
დღეში მინიმუმ ერთი ცალი ვაშლის ჭამამ შეიძლება საკმაოდ დადებით გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. ასევე, ის ძალიან გემრიელი ხილია.
რა სასარგებლო თვისებები აქვს ვაშლს
თუ გაინტერესებთ, თუ რატომ არის ვაშლი კარგი და როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ვაშლის სასარგებლო თვისებები.
1. ამცირებს არტერიულ წნევას
მაღალი არტერიული წნევის დროს შესაძლოა დაზიანდეს სისხლძარღვები, გაძლიერებული სისხლის ნაკადის გამო. ეს კი ინსულტის და გულის შეტევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შეგიძლიათ მის წინააღმდეგ გამოიყენოთ ვაშლის დიეტა.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლის ჭამა ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას. ზოგადად, მკვლევრები თანხმდებიან, რომ ვაშლის კანში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ სისხლის დაბალანსებულ ნაკადს.
2. ხელს უწყობს წონაში კლებას
ვაშლი წყლით და ბოჭკოებით მდიდარი ხილია, რაც მათ ბუნებრივ შემავსებელ საჭმელად აქცევს. კვლევებმა აჩვენა, რომ მთლიანი ვაშლის ჭამა უფრო ანაყრებს, ვიდრე ვაშლის წვენი.
ვაშლი შეიცავს პოლიფენოლებს, ბუნებრივ ნაერთებს, რომლებსაც ავთ სიმსუქნის ხელის შემშლელი ეფექტი. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ვაშლის რეგულარული მოხმარება ეხმარება BMI-ს.
3. ამცირებს ქოლესტერინის დონეს
მაღალი ქოლესტერინი გულის დაავადების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. ვაშლი კი შეიძლება დაეხმაროს ქოლესტერინის დონის შემცირებას. პექტინი, ხსნადი ბოჭკოების ტიპი, რომელიც გვხვდება ვაშლში, უკავშირდება ქოლესტერინს საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ხელს უწყობს მის გამოდევნას ორგანიზმიდან.
კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში რამდენიმე ვაშლის მირთმევამ შეიძლება შეამციროს მთლიანი ქოლესტერინის დონე 5%-დან 8%-მდე. ასევე, გაცილებით კარგი შედეგი აჩვენა, როდესაც ხდებოდა გამომშრალი ვაშლის მიღება.
4. შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს
ვაშლი კიდევ ერთი სასარგებლო თვისება არის ის, რომ სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. საშუალო ზომის ვაშლი შეიცავს 100 კალორიას, 30 გრამ ნახშირწყლებს, 5 გრამ ბოჭკოს და მნიშვნელოვანი რაოდენობის C ვიტამინს, სპილენძს, კალიუმს, K ვიტამინს და სხვა.
ეს ხილი მდიდარია პოლიფენოლებით, ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც უამრავ სარგებელს გვაძლევენ. რეკომენდებულია ვაშლის კანიანად მირთმევა. თუმცა შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახით, მაგალითად, ვაშლის ნამცხვარი.
5. ასტაბილურებს შაქრის დონეს
დამუშავებული საკვების მიღებამ, როგორიცაა დონატი, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი მატება, ხოლო ბოჭკოვანი და დაბალი შაქრის შემცველი საკვები, როგორიცაა ვაშლი, ხელს უწყობს გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას.
გლუკოზის მაღალი დონე კი II ტიპის დიაბეტის რისკს ზრდის. ვაშლის სასარგებლო თვისებები კი გლუკოზის დონეს არეგულირებს და შესაბამისად, ამცირებს რისკს. მასში შემავალმა ანტიოქსიდანტებმა შეიძლება დაიცვან პანკრეასი, რომელიც სისხლში შაქრის დასარეგულირებლად აწარმოებს ინსულინს.
შეჯამება
ასე, რომ ვაშლს მრავალი დადებითი თვისება აქვს, შეიცავს უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს და აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ვაშლის რეგულარული მოხმარება კარგია არა მარტო გულისთვის, არამედ ხელს უწყობს წონის მართვას და სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას.