კარბონარას რეცეპტი
ეს კარბონარას რეცეპტი დაგეხმარებათ მარტივად მოამზადოთ კლასიკური იტალიური მაკარონის კერძი, რომელსაც აქვს რბილი ტექსტურა, ხრაშუნა ყველი და არის ძალიან გემრიელი.
მომზადების წესი
აადუღეთ წყალი დიდი ქვაბით. ამასობაში დაჭერით 100 გრ პანჩეტა, გახეხეთ 50 გრ პეკორინო, 50 გრ პარმეზანი და აურიეთ ერთმანეთში. თასში ათქვიფეთ 3 კვერცხი და მოაყარეთ შავი პილპილი.
მდუღარე წყალს დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი, 350 გრ სპაგეტი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
დაჭყლიტეთ ნიორი, დიდ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და შეწვით პანჩეტა ნიორთან ერთად დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება. ამის შემდეგ კი, მოაცილეთ ნიორი.
როდესაც მაკარონი მზად იქნება, გადაიტანეთ ტაფაზე პანჩეტასთან ერთად. პასტა უმჯობესია იყოს ოდნავ სველი და ასევე, არ გადაასხათ მაკარონის ნახარში.
ყველის უმეტესი ნაწილი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს და მცირე რაოდენობით მოიტოვეთ ზემოდან მოსაყრელად.
ტაფა გადმოდგით ცეცხლიდან და სწრაფად დაასხით კვერცხისა და ყველის ნარევი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და საჭიროებისამებრ დაამატეთ მაკარონის ნახარში სისველისთვის. მარილი მოაყარეთ გემოვნებით.
კარბონარა გადაიტანეთ თეფშებზე, მოაყარეთ დარჩენილი ყველი და შავი პილპილი. უმჯობესია მიირთვათ ცხელი.
- 100 გრ პანჩეტა
- 50 გრ პეკორინოს ყველი
- 50 გრ პარმეზანი
- 3 დიდი კვერცხი
- 350 გრ სპაგეტი
- 2 კბილი ნიორი
- 50 გრ უმარილო კარაქი
- ზღვის მარილი
- დაფქული შავი პილპილი