ფახიტასის რეცეპტი

ფახიტასი არის ცნობილი ამერიკულ-მექსიკური კერძი, რომელიც მზადდება ქათმის ხორცისგან. ჩვენი ფახიტასის რეცეპტი კი გაგიადვილებთ ამ უგემრიელესი კერძის მომზადებას.

კერძები
ფახიტასი ტორტილიაზე

მომზადების წესი

1

დაჭერით ხახვი თხელ ნაჭრებად, ხოლო ბულგარული წიწაკა საშუალო ზომის, თლილ ნაჭრებად.

2

ცალკე თასში აურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ½ ლაიმის წვენი, დაფქული ჩილი და ხახვი, პაპრიკა, წიწაკა, ძირა და მარილი. ქათამი დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოაყარეთ სანელებლების ნარევი.

3

წინასწარ გააცხელეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ½ ქათმის ხორცი და მოხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ტაფიდან, გადადგით გვერდზე და გაიმეორეთ იგივე დანარჩენი ნაჭრებისთვის.

4

ტაფაში ჩაამატეთ 1 ს/კ ზეთი, ხახვი კარგად გადაწურეთ და მოხარშეთ 2 წუთი. დაამატეთ დაჭრილი წიწაკა და მოხარშეთ კიდევ 2 წუთი. შემდეგ, ტაფაში დაამატეთ ქათამი და აურიეთ.

5

გამზადებულ ფახიტასს ზემოდან მოასხით ლაიმის წვენი და მიირთვით. შეგიძლიათ გაახვიოთ ტორტილიაში.

დრო40წთ
პორცია4
კალორია334
ინგრედიენტები
  • 3 ქათმის მკერდი
  • 1 საშუალო ხახვი
  • 1 ლაიმი
  • 3 ბულგარული წიწაკა
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ დაფქული ჩილი
  • ½ ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
  • ½ ჩ/კ დაფქული ხახვი
  • ½ ჩ/კ შავი პილპილი
  • ½ ჩ/კ ძირა
  • მარილი გემოვნებით